ავტორი:

"როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი" - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ძვირადღირებული საათებით გატაცებაზე

"როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი" - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ძვირადღირებული საათებით გატაცებაზე

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომენტარს აკეთებს მისი საათებით გატაცებასთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი და მისი მეუღლე საერთო ჯამში ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების მაჯის საათებს ფლობენ, რასაც მინისტრი კატეგორიულად უარყოფს.

"ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას, წამყვანის კითხვაზე, როგორ და რა თანხით შეიძინა ძვირადღირებული საათები, მან ასე უპასუხა:

"პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან. პოლიტიკამდე 10 წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მქონდა ძალიან მაღალი შემოსავლები. განსხვავებით, გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. მთელი ის ინფორმაცია, რომ ნახევარმილიონიანი საათები მიკეთია, დამახინჯებული ფაქტებია, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.

მაგალითს გეტყვით, ეს არ არის ღია ინფორმაცია - როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში, მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი. ეს არის დეკლარირებული შემოსავალი, კონსულტაციის გზით მიღებული, თუ ბიზნეს და საერთაშორისო კომპანიებში ჩემი ჩართულობით. პოლიტიკამდე კი, გითხარით ჩემი გამოცდილება, ვმუშაობდი ადამიანთან, რომლის გვერდითაც ვარ უკვე 17 წელია...

რა მნიშვნელობა აქვს რა ღირებულების საათი მიკეთია, არც მე და არც ჩემს ოჯახს, არავისთვის არაფერი წაგვირთმევია და თუ რამე მაქვს, ყველაფერი დეკლარირებულია და ამას გულწრფელად ვამბობ" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, "რადიო თავისუფლებამ" ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გამოავლინა, რომ თავდაცვის მინისტრის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ის და მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.

"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

როგორ აფასებენ ექსპერტები ღარიბაშვილის გაპრემიერებას და რა მოვლენებს პროგნოზირებენ: "ოცნებაში" დარჩნენ ქორები, რომლებიც ჰაერში არიან, მაგრამ ფრენა არ იციან"