ავტორი:

COVID-19 შესაძლოა, სექსის დროსაც გადაგედოთ - მეცნიერები წყვილებს პირბადის გაკეთებას ურჩევენ

COVID-19 შესაძლოა, სექსის დროსაც გადაგედოთ - მეცნიერები წყვილებს პირბადის გაკეთებას ურჩევენ

კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ცხოვრების წესი მთლიანად შეცვალა. ცვლილებები შეეხო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს - ადამიანები ახლა უფრო მეტად იცავენ ჰიგიენის წესებს, უფრო კონცენტრირებულნი არიან უსაფრთხოებაზე, მუშაობენ დისტანციურად, ვეღარ გადაადგილდებიან ტრანსპორტით ისე თამამად, როგორც ადრე, ვეღარ მოგზაურობენ.

COVID-19-ის გამო საზოგადოება სტრესშია და ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. კორონავირუსის პანდემიის დროს კიდევ ერთი გამოწვევა უსაფრთხო სექსია.

როგორც მეცნიერები ამბობენ, COVID-19 შეიძლება სექსის დროსაც გავრცელდეს. აღნიშნულის შესახებ "ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, სექსი COVID-19-ის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადასვლის რისკის შემცველია, ამიტომაც ჰარვარდელი მკვლევარები სექსის დროს პირბადის გამოყენების რეკომენდაციას გასცემენ.

კვლევა Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა. მეცნიერთა თქმით, პირბადის გამოყენება განსაკუთრებით აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ სექსი გაქვთ ადამიანთან, რომელთან ერთადაც კარანტინში არ იმყოფებით.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თავი უნდა აარიდოთ სექსის დროს პარტნიორის კოცნას, ხოლო სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა დაიბანოთ და დეზინფექცია ჩაიტაროთ.

მეცნიერთა თქმით, სექსი ადამიანთან, ვისთანაც კარანტინში ხართ, უფრო უსაფრთხოა, მაგრამ რისკს მაინც შეიცავს. მაგალითად, თუ ერთ-ერთი პარტნიორი გარეთ გადის საქმისთვის, შესაძლოა, წესების დაცვის შემთხვევაშიც კი, როგორღაც გადაედოს ვირუსი და შემდეგ სექსის დროს დაგაინფიციროთ.

მკვლევართა თქმით, არ არსებობს სექსუალური აქტის დროს ისეთი უსაფრთხო მიდგომა, რომელიც 100 პროცენტით დაგიცავთ, თუმცა რისკის შემცირება შესაძლებელია, თუ პირბადეს გამოიყენეთ.

ისინი ასევე ურჩევენ ადამიანებს, რომ პანდემიის პერიოდში სექსის ნაცვლად შესაძლოა, მასტურბაციით დაკავება სჯობდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ამ დროისთვის კი გლობალური მასშტაბით, ვირუსით 6,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 388 047 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 3,1 მილიონი გამოჯანმრთელდა.

ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება

"საზარელი და შოკისმომგვრელი“ აღმოჩენა კანადაში - ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 750-ზე მეტი უსახელო საფლავი იპოვეს

სამხრეთ აფრიკელ ქალს 10 ტყუპი არ გაუჩენია და ის ორსულადაც არ ყოფილა - რატომ მოიგონა 37 წლის გოშამემ შვილების გაჩენა? - უჩვეულო ამბის დეტალები