ავტორი:

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თბილისში გამართულ თუ გასამართ ღონისძიებათა შორის ყველაზე მასშტაბური იქნება ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელიც 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო 2022-სთვის გადაიდო.

მისი ერთი ჯგუფის (15 მატჩის) მასპინძლობის უფლება ფიბა-ს ხელმძღვანელობამ იმიტომაც მოგვცა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაპირდა - ევრობასკეტისთვის ახალ არენას ავაგებთო.

თავიდან ითქვა, რომ დარბაზი 15 ათას მაყურებელზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, თუმცა 2020 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ტევადობა 10500 იქნება. ეს ფიბა-ს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, ხარჯებსაც დაზოგავს. თუმცა, არის ერთი ნიუანსი, რაც დღესვე შეიძლება ხმამაღლა ითქვას - საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მატჩებისას ყოფილა შემთხვევები, 8.5 ათასიან ძველ სპორტის სასახლეში ბილეთები თამაშამდე ერთი-ორი დღით ადრე სრულად გაყიდულა.

2021 წლის ზაფხულში ჩვენს ქვეყანას ექნება დარბაზი, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ უმაღლესი დონის შეჯიბრებას თამამად და ღირსეულად უმასპინძლოს... და არა მხოლოდ სპორტულს - დღეს მსოფლიოს მასშტაბით სპორტული არენები მხოლოდ ერთი პროფილით არ შენდება, გათვლილია სხვადასხვა ისეთ ღონისძიებაზე, სადაც ათიათასობით ადამიანი იკრიბება. ასე რომ, დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ახალ დარბაზში მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავებსაც არაერთხელ ვიხილავთ.

ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება 2019 წლის 15 ივლისს მივიღეთ, მშენებლობა 2020 წლის იანვარში უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაიწყო. თავიდან დიდი გორა მოიჭრა, რომლის ადგილზეც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. LELO.GE გთავაზობთ დარბაზის ინტერიერის ფოტო-ვიდემასალას - ნახეთ ვრცლად

ვინ არის და როგორ ცხოვრობს თურქული "დრამის დედოფალი" ნესლიჰან ათაგული  - გოგონა მწვანე თვალებით, რომელმაც ათასობით ადამიანი "მოაჯადოვა"

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით