ავტორი:

პანდემიის მოდა - რუმინელმა მეწაღემ "დისტანციური ფეხსაცმელი" შექმნა

პანდემიის მოდა - რუმინელმა მეწაღემ "დისტანციური ფეხსაცმელი" შექმნა

კორონავირუსის პანდემიის დროს, შესაძლოა, ფეხსაცმელების ახალი, უჩვეულო ტრენდი დამკვიდრდეს და ეს იქნება ყველაზე წვეტიანი და ყველაზე "დისტანციური ფეხსაცმელები“ რაც კი აქამდე შექმნილა.

რუმინელმა მეწაღემ 75 ზომა ტყავის ფეხსაცმელი შეკერა იმისთვის, რომ სოციალური დისტანციის დაცვა ადამიანებს უფრო გაუმარტივდეთ. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შენიშნა, რომ ადამიანები სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ.

გრიგორ ლუპი რუმინეთის ქალაქ კლუჟიდან არის და 39 წელია ფეხსაცმელებს კერავს.

გრიგორის ფეხსაცმელების მაღაზია მუშაობდა ძირითადად სასცენო ფეხსაცმლის შექმნაზე და ის შეკვეთებს იღებდა მოცეკვავეთა და მსახიობთა დასებისგან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, როდესაც საქმიანობა ყველამ შეაჩერა, მის ბიზნესსაც მძიმე დარტყმა მიადგა.

თავად მეწაღე ამაზე არ დარდობს და ამბობს, რომ მთავარია მსოფლიომ ვირუსი დაამარცხოს. მისი თქმით, როდესაც ევროპამ შეზღუდვები შეამსუბუქა, მან გააცნობიერა, რომ ადამიანები სოციალური დისტანციის დაცვის საკითხს სერიოზულად არ ეკიდებოდნენ, ამიტომაც გრძელი ფეხსაცმელების შეკერვა გადაწყვიტა იმისთვის, რომ დისტანცირება უფრო მარტივი ყოფილიყო.

"ნახეთ, ქუჩებში, ადამიანები არ ითვალისწიენებენ წესს, რომელიც სოციალურ დისტანციას ეხება, მარკეტში წავედი ჩემი ბაღისთვის ნერგები რომ მეყიდა, იქ ერთმანეთთან ახლოს ძალიან ბევრი ადამიანი იყო. თუ ამ ფეხსაცმელს ორი ადამიანი ჩაიცვამს, ერთმანეთის პირდაპირ დადგომის შემთხვევაში, მათ შორის მანძილი თითქმის მეტრნახევარი იქნება“, - ამბობს მეწაღე.

ევროპაში აღიარებული ფეხსაცმელების ზომის მიხედვით, ამ ფეხსაცმლის ზომა 75-ია. გრიგორ ლუპმა ფეხსაცმლის შეკერვიდან 2 დღეში 5 შეკვეთა მიიღო, ერთი წყვილი ასეთი ფეხსაცმელი 115 დოლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის ტრენდულ ფეხსაცმელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანთა ნაწილმა მათი ყიდვა გადაწყვიტა, ნაწილიც ფეხსაცმელების დიზაინმა გაამხიარულა.

ამბობენ, რომ ეს „ყველაზე შესანიშნავი აბსურდია“, რაც კორონავირუსის პანდემიის დროს უნახავთ.

დატბორილი სახლები, გზები, ათასობით ევაკუირებული ადამიანი - ფოტოები ავსტრალიიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან

"ასტრაზენეკა" - აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ვაქცინის 79%-იანი ეფექტურობა აჩვენა, თრომბის წარმოქმნის გაზრდილი რისკი კი არ დადასტურდა

სახიფათო, მაგრამ შთამბეჭდავი სანახაობა ისლანდიაში - ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი "ცეცხლოვანი მდინარე" და მისტიკური ფოტოები