ავტორი:

რა პასუხი აქვს ბილ გეითსს შეთქმულების თეორიაზე, რომ თითქოს კორონავირუსის ვაქცინით "მსოფლიოს ჩიპირებას" გეგმავს

რა პასუხი აქვს ბილ გეითსს შეთქმულების თეორიაზე, რომ თითქოს კორონავირუსის ვაქცინით "მსოფლიოს ჩიპირებას" გეგმავს

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ბილ გეითსმა ჟურნალისტებთან მის სახელთან დაკავშირებულ შეთქმულების თეორიაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ის, კორონავირუსის ვაქცინის საშუალებით, ადამიანების ჩიპირებას აპირებს. ამის შესახებ "ბიზნეს ინსაიდერი" წერს.

გეითსი ამბობს, რომ ის არასდროს არ ყოფილა ჩართული მიკროჩიპებთან დაკავშირებულ არანაირ საკითხში, ხოლო შეთქმულების თეორიას "წარმოუდგენელ სისულელეს" უწოდებს.

"მე არასდროს ვყოფილვარ ჩართული მიკროჩიპებთან დაკავშირებულ არანაირ საქმეში. ძალიან ძნელია ამის უარყოფა, იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენელი სისულელე", - ამბობს გეითსი.

შეთქმულების თეორიას იმასთან დაკავშირებით, რომ "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი მსოფლიოს ჩიპირებას აპირებს, ბევრი მიმდევარი ჰყავს და მათი რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბილი ჯერ კიდევ სამი წლის წინ აფრთხილებდა მსოფლიოს მოსალოდნელი პანდემიის შესახებ.

მიიჩნევენ, რომ მას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი და მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე პროცესები წინასწარ დაგეგმილი სცენარის ნაწილია, ამ სცენარის ერთ-ერთი ავტორი ბილ გეითსია.

თავად ბიზნესმენი ამბობს, რომ ის წლებია ინვესტიციას დებს ვაქცინების განვითარებაში, იცის, როგორი სისტემის შექმნაა საჭირო იმისთვის, რომ მედიკოსებს მუშაობა არ გაუჭირდეთ, სფეროზე დაკვირვებამ კი მას მოსალოდნელი პანდემიის რისკი დაანახა.

"არანაირი მიკროჩიპი არ განიხილება. ჩვენი ფონდი ფულს დებს ვაქცინებში, სწორედ ამიტომ, ჩვენ დავინახეთ პანდემიის განვითარების რისკი“, - ამბობს ბილ გეითსი.

2017 წელს businessinsider.com-ში გამოქვეყნდა ბილ გეითსის სტატია, სათაურით - "ახალი სახის ტერორიზმმა, შესაძლოა, 30 მილიონი ადამიანი იმსხვერპლოს და ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ.“ სტატიაში ის პანდემიის საფრთხეს ისეთივე ჭრილში განიხილავს, როგორც ბირთვული ომებისა და კლიმატის ცვლილების საფრთხეს. იმასაც ამბობს, თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი ეპიდემია.

"შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს სუპერ გადამდები და გრიპის სასიკვდილო შტამი“, - წერს ბილ გეითსი. (გაეცანით ვრცლად: "შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს გრიპის სასიკვდილო შტამი" - ბილ გეითსი მსოფლიოს წლების განმავლობაში აფრთხილებდა...)

ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა გამოვლინდა

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი, ენიო მორიკონე გარდაიცვალა

როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს BBC ქართველების წარმატებაზე