ავტორი:

დღეს კახი კავსაძე 85 წლის გახდა - როგორ ულოცავს იუბილარ მსახიობს ბიძინა ივანიშვილი

დღეს კახი კავსაძე 85 წლის გახდა - როგორ ულოცავს იუბილარ მსახიობს ბიძინა ივანიშვილი

ყველასთვის საყვარელი კახი კავსაძე დღეს იუბილარია, - მსახიობს 85 წელი შეუსრულდა. მსახიობს იუბილეს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ულოცავს:

"უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს დიდ არტისტს და დიდ კაცს - კახი კავსაძეს. მადლობა იმ სითბოსა და სიკეთისთვის, რომელსაც მისი თითოეული გამოჩენა გვანიჭებს ქართველებს, იმედითა და სიყვარულით გვავსებს. კახი კავსაძის მიერ უნიკალური ოსტატობითა და საოცარი გულწრფელობით შექმნილი სახეები კინოსა და თეატრში ქართული კულტურის საგანძურში კუთვნილ და გამორჩეულ ადგილს იკავებს. ბატონი კახი ყველა ღირსებით შემკული ადამიანია - კაცთმოყვარე და სამშობლოს მოყვარული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე, უღალატო მეგობარი და უბრალოდ, ერთგული კაცი. კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელ მეგობარს, მთელი ჩემი ოჯახისთვის ძვირფას ადამიანს - კახი კავსაძეს. ვუსურვებ ჩვეულ მხნეობას, შემართებას და დიდხანს სიცოცხლეს", - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქ-განცხადებაში".

AMBEBI.GE ულოცავს დიდებულ მსახიობს იუბილეს და გვინდა, ჩვენი საარქივო სტატია - "კახი კავსაძის უნიკალური პირადი ფოტოარქივი და რთული ცხოვრების რეალიები" შეგახსენოთ, ვინაიდან ის ბატონი კახის განვლილ ცხოვრებას კარგად ასახავს.

ასევე ნახეთ:

"დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე..." - გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიმართვა ნიკა გვარამიას და "მთავარი არხის" დირექტორის პასუხი

"მე რომ ამ გოგოს დედა ვიყო გიჩივლებდით!" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი შაქარაშვილის საქმის მოწმეზე, რომელიც სოც.ქსელში თავდასხმის ობიექტი გახდა

როგორ გამოიყურება სოფო ნიჟარაძე შვილის გაჩენის შემდეგ - ახალი ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"