ავტორი:

მუსიკალური მეგაშოუ "დიდი სცენა" ბრუნდება

მუსიკალური მეგაშოუ "დიდი სცენა" ბრუნდება

"დიდი სცენა" – ეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მუსიკალური პროექტია, რომელიც, როგორც პროექტის წარმომადგენლები აცხადებენ, სხვა ყველა სხვა პროექტისგან გამოირჩევა უნიკალური წესებითა და განსაკუთრებული მუსიკალურობით...

ტელეკომპანია ახალი ტალანტების აღმოჩენის მოლოდინშია. არხის უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა, რომ რთულ პირობებში, პანდემიის დროს "რუსთავი 2" მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.

როგორც მეგაშოუს ორგანიზატორები ამბობენ, "დიდი სცენის" მეორე სეზონი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, კიდევ უფრო დატვირთული შოუს ელემენტებით, სასცენო დადგმებითა და სპეციალურად კონკურსანტებისთვის შექმნილი მუსიკალური ვერსიებით.

ვარსკვლავური ჟიური მთელი საქართველოდან შეკრებილი ნიჭიერი მონაწილეებიდან 10 კონკურსანტს შეარჩევს, სწორედ ეს 10 რჩეული წარდგება დიდი სცენიდან ჟიურისა და მაყურებლის წინაშე.

გარდაბანი არ ჩაიკეტება - რა ვითარებაა რეგიონში და რაზე აფრთხილებს გამყრელიძე მოსახლეობას

რამდენიმე თვის წინანდელ ფოტოებზე ჩანდა, რომ მაშო მეუღლის სანახვად ციხეში დადიოდა, მაგრამ... - მინდია გოგოჭური მარგველაშვილის სიძე აღარ არის

ნიკა ბასილაშვილი ამერიკის ღია ჩემპიონატზე გაემგზავრა - მისი სასამართლო სხდომა კი 24 აგვისტოს არის ჩანიშნული