ავტორი:

ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელსაც ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

ექსპერტ კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, ექსპერტ-კრიმინალისტი შესამოწმებლად იყო მისული, რა დროსაც დენმა დაარტყა. მამაკაცი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. იგი ამ დროის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური "ეკო გაზი" 1 ივნისს აფეთქდა. აფეთქება კაფე „ვერდეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების სიძლიერემ მიმდებარე შენობების მინები ჩაამსხვრია.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გაზგასამართი სადგურის თანამშრომელია.

"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს

ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

კომპანია "მეამა"-მ პირველი ბრენდული სივრცე გახსნა სავაჭრო ცენტრ "საბურთალოს სითი მოლში"