ავტორი:

"აჩიმ უთხრა, კარის უკან დავდგები და შოთის გოლის გატანაში დავეხმარებიო" - შოთა არველაძე კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტს იხსენებს

"აჩიმ უთხრა, კარის უკან დავდგები და შოთის გოლის გატანაში დავეხმარებიო" - შოთა არველაძე კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტს იხსენებს

ვეტერანი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი, შოთა არველაძე ტრაბზონული კარიერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ემოციურ მომენტს იხსენებს. ისტორიას ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს.

შოთა არველაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ეს, ჩემი და აჩის ტრაბზონული კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია. რამდენიმე თურქულმა გვერდმა დადო ეს ფოტო და გამახსენდა ის ემოცია, რომელიც გოლის გატანის და თამაშის დასრულების შემდეგ, აჩისთან ერთად მქონდა.

სტამბოლში, ერთ-ერთ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა, გოლს ვერ ვიტანდით. აჩი ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა, თუმცა სათადარიგო სკამზე იყო. მეორე ტაიმში, შენოლ გიუნეშს უთხრა, მოწინააღმდეგის კარის უკან დავდგები და შოთის გოლის გატანაში დავეხმარებიო.

მწვრთნელმა ამის უფლება მისცა და აჩიც კარის უკან, იმ ფეხბურთელებთან ერთად წავიდა, ვინც შეცვლაზე შესვლამდე ხურდებოდა. ერთ-ერთ მომენტში, ბურთი კარგად დავიჭირე და გოლი შევაგდე.

მახსოვს ძალიან ემოციურად აღვნიშნეთ. თამაშის მერე ყველა გვეხვეოდა და გვილოცადა. ასე იცოდა, ჩემმა საყვარელმა ჯემალ ჩიმაკაძემაც (ჩარლიკამ). როცა მოედანზე ერთად ვიყავით, იტყოდა - წავალ კარის უკან დავდგები, სხივებს გამოვუშვებ და ორივე შეაგდებთო" - წერს შოთა არველაძე.

"21 წელია ამ დაბადების დღეს ვგეგმავდით და შენთან ვერ ვარ... არ დაგრჩები ამ 21-ს ვალში" - თინა ხიდაშელის ემოციური პოსტი იუბილარ შვილს

"ლენო, მა, დაიბადა შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა... მიხარია, რომ მოასწარი მარიკოს შეყვარება" - გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა

"დავუთმობ, გავუზიარებ ჩემს ბინას რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს" - ლექტორი ახალ კამპანიას იწყებს