ავტორი:

"3 თანამშრომელი არაადეკვატური ქცევების მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა" - რას ამბობენ ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებულ მედპერსონალზე

"3 თანამშრომელი არაადეკვატური ქცევების მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა" - რას ამბობენ ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებულ მედპერსონალზე

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათი კლინიკის სამი თანამშრომელი "არაადეკვატური ქცევების მქონე“ პაციენტებისგან დაინფიცირდა.

როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ რამდენჯერმე მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა მათგან დახმარება ვერ მიიღეს.

მისივე თქმით, ინფიცირებული მედპერსონალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"დღეს ჩვენს ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი, აქედან კოვიდდადასტურებული დიაგნოზით არის 25, 4-ია 18-წლამდე ასაკის, 1 არის საყურადღებო პაციენტი, 5 პაციენტია ახალი, 2 იმპორტირებული, საკარანტინო სივრციდან, 3 მედპერსონალია. ეს არის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი.

მინდა აუცილებლად აღვნიშნო, პირველი დღიდან 8 ივნისამდე კლინიკა ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში და კლინიკა არის კოვიდკლინიკა, მაგრამ ეს არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც არ ჰყოლია არცერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, არც გამჟღავნებულად, არც დაფარულად იმიტომ, რომ უმაღლეს დონეზე ხდებოდა ეპიდემიოლოგიური რისკების დაცვა, მაგრამ საწმუხაროდ, კოვიდთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ "დარჩი სახლში", "მივცეთ თუ არა პლაქვენილი", ეს არის სხვა ცხოვრების სტილი თვითონ მედპერსონალისთვის, ეს არის ცხოვრება, როდესაც შენ არც სამართალდამცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც ხარ, დედაც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ.

ჩვენ მოგვიწია, სამწუხაროდ, არაადეკვატურ ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომელსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, ფსიქიკური პრობლემების გამო, ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება, არ გვეკარებოდა არავინ გარკვეული რისკების გამო, არც ერთი სამართალდამცავი ორგანო, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაგრამ მათიც გვესმის და ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ სამი პერსონალი, ეს არის ექთანი და სანიტარი ერთი და იგივე ცვლის, დაინფიცირდა. თუმცა კლინიკაში დაცულია ზომები, ეს პერსონალი არის იზოლირებულად, ზოგადად ნაკადები პერსონალთა ცვლების ხდებოდა ძალიან მაღალ დონეზე და დღემდე იმიტომ გვქონდა ასეთი შედეგი, რომ არც ერთი დაინფიცირებული არ გვყოლია და იზოლირებულად მოხდა ამ ცვლაში დაინფიცირება, სადაც ნაკლებად ველოდებით კონტაქტებში გავრცელების რისკებს.

მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ გამოხატული სიმპტომები, ტემპერატურაა მაღალი, სწორედ ამიტომ პირველივე სიმპტომების შემთხვევაში მოხდა პაციენტების სკრინინგი, სკრინინგის დონეზე გამოვლინდა ეს ინფიცირება და დროულად მოხდა ზომების მიღება. მუშაობის პერიოდში კლინიკა დატოვეს, მაგრამ ჩვენი ბოქსირერებული სექტორის ყველა პერსონალი მაქსიმალურად არის განსწავლული და უზრუნველყოფილი იმით, რომ მათ თვითონ მოიწყონ იზოლაცია ოჯახებში. ისინი თვითიზოლაციაში არიან, როდესაც მიდიან კლინიკიდან”, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ხშირად იტესტება კლინიკის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი.

"ჩვენი არაერთი ისტორია მოისმინეთ ექთნების, სანისტრების, ექიმების, როგორ ენატრებათ შვილები, როგორ ვერ მიდიან ოჯახის წევრებთან, დღემდე ასე გრძელდება იმიტომ, რომ არ შეიძლება მოდუნება და ისინი მაქსიმალურად თვითიზოლაციაში არიან, როდესაც მიდიან კლინიკიდან. მათ აუცილებლად სჭირდებათ სახლში გასვლა, გარემოს შეცვლა, ეს არის ძალიან მძიმე პირობებში მუშაობა. ვაცხადებ, რომ კოვიდის სიმპტომატიკა არ არის მძიმე იმ პაციენტების, ვინც ჩვენ გვყავდა, მაგრამ ძალიან მძიმეა პერსონალის ცხოვრება, ასეთი ადვილი არ არის, ისინი მიდიოდნენ სახლში, მაგრამ პერსონალი თვითონ უზრუნველყოფდა იზოლაციას სახლებში იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ თავიანთი ოჯახის წევრების დაცვა. ასევე ხდებოდა ამ პერსონალთანაც, ჩვენი მეგობარი კომპანიების ხარჯზე მათი ტრანსპორტირებაც საკმაოდ დაცული და იზოლირებული გვქონდა. ეს გარდაუვალი მოხდა. სანიტარს ჰქონდა უშუალო კონტაქტი, ჰქონდა მედდას იმიტომ, რომ ჩვენ დაგვჭირდა ამ პაციენტის გაკავება, ფიზიკურად გაკავება და ისე ვერ მოხდებოდა დაინფიცირება, რომ არა ეს ქმედება. ეს არის ერთი ცვლა.

მედპერსონალი, სრულიად კლინიკა, დაწყებული ხელმძღვანელობით, დაცვის თანამშრომლებით, სანიტრებით, იტესტება გეგმურად, ყოველთვის და გრძელდება ეს გეგმური შემოწმება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად. ეს არის ერთი ცვლა, რომელიც ერთად გამოვლინდა და დაინფიცირდა, ამ ეტაპზე კარანტინში გადაყვანა განიხილება, თუმცა პრაქტიკულად კარანტინია მათი მუშაობის ეს სტილი, რომლებიც ცალ-ცალკე არიან, ბოქსირებული სექტორებიც დაყოფილი გვაქვს სექტორებად, სადაც არ ხდება პერსონალის მოძრაობა და კონტაქტი ერთმანეთთან“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია.

ინფექციურში მოათავსეს პაციენტი, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია - "ის ძირითადად სახლში იყო, ასაკოვანი ქალია"

ქართული პირბადეები შესაძლოა იტალიაში, აშშ-ში, რუსეთსა და ისრაელში გავიდეს ექსპორტზე

რას ამბობს ხათუნა ზახაშვილი სადაზღვევო კომპანია "უნისონის" თანამშრომელზე, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა