ავტორი:

შეუკვეთე სურსათი „კარფური“-ს სუპერმარკეტიდან და Glovo უფასოდ მოგიტანთ

შეუკვეთე სურსათი „კარფური“-ს სუპერმარკეტიდან და Glovo უფასოდ მოგიტანთ

საქართველოში №1 სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“ Glovo-ზეა.

აპლიკაციაში „კარფური“-ს მაღაზია „სუპერმარკეტების“ კატეგორიაშია განთავსებული, ხოლო „კარფური“-ს მზა კვება „რესტორნების“ კატეგორიაში შეგიძლიათ იხილოთ.

მაღაზიაში 2000-ზე მეტი პროდუქტის შეკვეთაა შესაძლებელი და ასორტიმენტიც საკმაოდ მრავალფეროვანია: ხილი, ბოსტნეული, ორგანული და ბიო პროდუქტები, რძის პროდუქტები, ხორცი და თევზი, უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სამელები, სურსათი, გაყინული პროდუქტები და სხვა.

მიტანის სერვისის კომპანია Glovo, როგორც ყოველთვის, სისწრაფესა და მომსახურების ხარისხზეა ორიენტირებული, შეკვეთა თქვენამდე უმოკლეს დროში მოაღწევს. მეტი კომფორტისთვის კი თანხის გადახდას როგორც უნაღდო ასევე, ნაღდი ანგარიშწორებითაც შეძლებთ.

კარფურის შეკვეთას Glovo-ზე შეძლებთ თბილისსა და ბათუმში.

ათასობით პროდუქტი, რომელიც “კარფურშია” წარმოდგენილი, უკვე თქვენს სმარტფონში, ერთ აპლიკაციაში მოიყრის თავს და საშუალებას მოგცემთ სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად იშოპინგოთ და მიიღოთ სასურველი ნივთები.

Glovo, რომელიც საქართველოში უკვე მეორე წელია ოპერირებს, რითეილ ბაზრის სრულიად ათვისებას და გაციფრულებას გეგმავს, რაც იმას გულისხმობს, რომ მალე აფთიაქების, სუპერმარკეტების, რესტორნებისა და სასაჩუქრე კატეგორიების გარდა, სილამაზისა და მოდის კატეგორიებს შემოგთავაზებთ.

როგორც იცით, Glovo-ს შეკვეთა საქართველოს ხუთ ქალაქშია შესაძლებელი: თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. „კარფური“-ს ქსელის მაღაზიები კი ჯერჯერობით თბილისში, რუსთავში და ბათუმშია წარმოდგენილი, თუმცა კომპანია განაგრძობს გაფართოების შესაძლებლობათა ძიებას, რათა შოპინგის უნიკალური გამოცდილება კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზოს და სულ მალე სხვა ქალაქების მოსახლეობისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

R

რატომ ხდება აუდიოწიგნები სულ უფრო პოპულარული და რა უპირატესობა აქვს მას?

როგორ ახერხებენ რესტორნები რეკომენდაციების დაცვას და როგორ იცვლება სარესტორნო ბიზნესი

ფრესკო ალკოჰოლური სასმელების სრულ ასორტიმენტზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასებს გთავაზობთ