ამერიკელებმა აფხაზეთში რუსული С-300-ების არსებობის შესახებ დიდი ხანია იციან

ამერიკელებმა აფხაზეთში რუსული С-300-ების არსებობის შესახებ დიდი ხანია იციან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მათთვის უკვე 2 წელია ცნობილია აფხაზეთში რუსული სარაკეტო კომპლექს С-300-ის განთავსების შესახებ.

"ჩვენ ჯერ არ ვიცით, განათავსეს თუ არა რუსებმა აფხაზეთში ახალი კომპლექსები. თავად სიტუაცია  ახალი არ არის, რადგან ეს სისტემები იქ დიდი ხანია განთავსებულია", - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულმა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კროულს რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის განცხადებაზე კომენტარი სთხოვა, რომელიც საქართველოსთვის რადარისა და ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსის მიყიდვას ითვალისწინებს. კროულმა ჟურნალისტს ამ თემაზე კომენტარის მიღება პენტაგონისგან ურჩია.

რუსი სამხედრო ანალიტიკოსი ალექსანდრ ჰოლცი ВВС-ისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აფხაზეთში С-300-ების განთავსებაზე ინფორმაცია სხვა არაფერია თუ არა სიმბოლური პროპაგანდისტული ჟესტი და მას სამხედრო დატვირთვა არ აქვს.

"საქართველოს წინააღმდეგ 80-100 კმ-ზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსის გამოყენება, რომელსაც მიზანში ერთდროულად ათი ობიექტის ამოღება შეუძლია, სრულიად შეუსაბამო საშუალებაა, რადგან ამ ქვეყანას 10 სამხედრო თვითმფრინავი ან მოეპოვება, ან არა", - განაცხადა ჰოლცმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?