ავტორი:

რა განსხვავებაა ბუტიკის ტიპისა და ჩვეულებრივ სასტუმროებს შორის?

რა განსხვავებაა ბუტიკის ტიპისა და ჩვეულებრივ სასტუმროებს შორის?

ბოლო პერიოდია, ბუტიკის ტიპის სასტუმროები სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით თავდაგადასვლების მოყვარულ დამსვენებლებში.

ქსელურ და ბუტიკის ტიპის სასტუმროს შორის არჩევანს ხშირად, განსხვავებულობის, სიმყუდროვის, საინტერესოსა და ორიგინალურის სასარგებლოდ აკეთებენ. სწორედ ამიტომ გახდა გარკვეული იდეის მატარებელი სასტუმროები უფრო პოპულარული, ვიდრე სტანდარტული.

ჩვენ გამოვყავით 4 რამ, რაც ბუტიკის ტიპისა და სტანდარტულ სასტუმროს ერთმანეთისგან განახსვავებს:

ოთახების რაოდენობა

როგორც წესი, ბუტიკის ტიპის სასტუმროში ოთახების რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე ქსელურ სასტუმროში.

თუ ხალხმრავალ, ხმაურიან სასტუმროში დასვენების სანაცვლოდ, მეტი სიმშვიდე, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემო და განმარტოება გირჩევნიათ, მაშინ ბუტიკის ტიპის სასტუმროს უნდა ეწვიოთ. ბუტიკის ტიპის სასტუმროებში სიმშვიდის და სიმყუდროვის ფაქტორი მეტად გათვალისწინებულია. ძირითადი აქცენტი გადატანილია ინდივიდუალურ, მაღალი ხარისხის მომსახურებაზე.

ოთახების განსხვავებული სტილი

როცა საქმე დიზაინის საკითხზე მიდგება, ცალსახაა, რომ ქსელური სასტუმროსა და ბუტიკის ტიპის სასტუმროს ოთახების სტილი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება.

როგორც წესი, ბუტიკის ტიპის სასტუმროს თითოეული ოთახის დიზაინი ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც სტილით, ასევე დეკორით და აქსესუარებით.შეიძლება, ერთი უფრო ნათელ ფერებში, თანამედროვე დეტალებით იყოს გადაწყვეტილი, მეორე შედარებით მუქ ფერებში და ა.შ.

ამასთან, ბუტიკის ტიპის სასტუმროს მთავარი მახასიათებელია ყველა ნომრის ექსკლუზიური დიზაინი, რომელიც არ მეორდება.

დაცულია კონფიდენციალურობა

ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რის გამოც დამსვენებლები არჩევანს ბუტიკის ტიპის სასტუმროზე აკეთებენ, კონფიდენციალურობაა.

ბათუმში მდებარე ბუტიკის ტიპის სასტუმრო Tapis Rouge VIP Boutique Batumi-ის დირექტორი ნათია დოლიძე განმარტავს, რომ ასეთი სასტუმროს უმთავრესი ღირსება სწორედ კონფიდენციალურობა უნდა იყოს. ყველა სტუმარმა უნდა იგრძნოს, რომ მისი დასვენება სწორედ ისეთია, როგორც თავად აირჩია და თუ შესაძლოა, სხვა დამსვენებლებს შეიძლება, მხოლოდ საუზმეზე ან სადილზე შეხვდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმრების სრული კონფედენციალურობა დაცულია, ამიტომ ძირითადად სარგებლობენ, ცნობილი სახეები, დიპლომატები, ბიზნესმენები, სამინისტროს წარმომადგენლები და ა.შ., რათა ზუსტად იციან, რომ აქ მოსმენილი ინფორმაცია იქნება დაცული სრულიად. თუმცა ჩვენს დამსვენებელთა შორის არის ასევე ოჯახები, მეგობრები, რომანტიული წყვილები და უბრალოდ ის ტურისტები, ვისაც სურს მაღალი ხარისხის, რესპექტაბელური დასვენება, მყუდრო, ლამაზ და დიზაინერულ გარემოში“, - განმარტავს ნათია დოლიძე.

თანამედროვეობისა და ვინტაჟის სინთეზი

ბუტიკის ტიპის სასტუმროებში თანამედროვეობა და ვინტაჟი იმდენად ორგანულად ერწყმის ერთმანეთს, რომ მათი განცალკევება აზრადაც არ მოგივათ.

აქ ავეჯი და დეკორაცია შეიძლება ვინტაჟური სტილის იყოს, მაგრამ გამოყენებული იყოს ისეთი ბრენდების აქსესუარები და ტექნიკა, როგორიცაა Villeroy & Boch, კლიმატ კონტროლისთვის „დაიკინის სისტემა“, Smart TV ყველა ნომერში, ორგანულ ზეთზე დამზადებული მაღალი კლასის კოსმეტიკა როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის და ა.შ.

Tapis Rouge VIP Boutique Batumi-ის დირექტორი ნათია დოლიძე აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი დეტალები ქმნის მომსახურების მაღალ ხარისხს, რაც დამსვენებელს ბუტიკის ტიპის სასტუმროში ძალიან მოსწონს.

„ჩვენი მთავარი მიზანია არა დიდი ოდენობით სტუმრების მიღება, არამედ მცირე რაოდენობით, რომელთაც დაეთმობათ განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი სასტუმრო მოიცავს, ყველა ზემოთ აღნიშნულ ღირსებას, ჩვენი ყოველი ტურისტი თვლის, რომ მარტო ისვენებს სასტუმროში და მხოლოდ მისთთვის მუშაობს მთელი პერსონალი“, - განმარტავს ნათია დოლიძე.

დასვენებისთვის ბუტიკის ტიპის სასტუმრო უკეთესია თუ სტანდარტული?

თითოეულ ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს. რა თქმა უნდა, სტანდარტულ სასტუმროში დასვენება არასდროს დაკარგავს პოპულარობას, თუმცა ის, რომ ბუტიკ-სასტუმროები უფრო და უფრო პოპულარული ხდება, სიახლეებისადმი მზაობას ნიშნავს.

სასტუმრო ტაპი რუჟ-ში განმარტავენ, რომ მათ, ვინც ამ კონკრეტულ სასტუმროში ერთხელ დაისვენეს, ხშირად მეორედ და მესამედაც ბრუნდებიან სწორედ იმ ინტერიერისა და მომსახურების გამო, რაც ბუტიკის ტიპის სასტუმროს ახასიათებს.

როგორ ახერხებენ რესტორნები რეკომენდაციების დაცვას და როგორ იცვლება სარესტორნო ბიზნესი

ფრესკო ალკოჰოლური სასმელების სრულ ასორტიმენტზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასებს გთავაზობთ

კომპანია BAGI განცხადებას ავრცელებს!