ავტორი:

იმ უხანელი ექიმის ქვრივმა, რომელმაც კორონავირუსის შესახებ პირველმა ატეხა განგაში, ვაჟი გააჩინა - "შენი უკანასკნელი საჩუქარი დაიბადა..."

იმ უხანელი ექიმის ქვრივმა, რომელმაც კორონავირუსის შესახებ პირველმა ატეხა განგაში, ვაჟი გააჩინა - "შენი უკანასკნელი საჩუქარი დაიბადა..."

ლი ვანლიანი უხანელი ექიმი იყო, რომელმაც პირველად ატეხა განგაში კორონავირუსის გამო და რომელიც თავადვე ემსხვერპლა თებერვალში COVID-19-ს. მის ქვრივს კი ახლა ვაჟი შეეძინა. ამის შესახებ CNN წერს.

ლის ცოლმა ჩინეთის მედიას უთხრა, რომ შვილი უხანის სამშობიაროში გასულ პარასკევს გააჩინა. გარდაცვლილი ექიმის ქვრივი აღნიშნულ ამბავზე ჩინურ სოციალურ მედიაპლატფორმაზე WeChat-ზეც წერს.

"შეგიძლია ამის დანახვა სამოთხიდან? უკანასკნელი საჩუქარი შენგან დღეს დაიბადა. მასზე ვიზრუნებ“ - წერს გარდაცვლილი ექიმის ცოლი.

ლი ვანლიანი 2019 წლის დეკემბერში აფრთხილებდა საზოგადოებას საფრთხეზე და ის ამბობდა, რომ ეს იყო "კორონავირუსის მსგავსი“ დაავადება. ის ჩინურ სოციალურ ქსელებში ინფორმაციას აწვდიდა ადამიანებს ვირუსის შესახებ და იყო პირველი, რომელიც ამბობდა, რომ საფრთხე ძალიან სერიოზული იყო.

როგორც CNN წერს, სოციალურ ქსელებში თავისი პოსტების გამო ჩინელმა სამართალდამცველებმა გამოკითხეს და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. შემდეგ კი ხელწერილი დააწერინეს, რომ ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში აღარაფერს დაწერდა.

მოგვიანებით, როცა უკვე დადატურდა, რომ უხანში ახალი ტიპის კორონავირუსი გავრცელდა, ექიმი თავადაც დაინფიცირდა. ოფიციალური ინფორმაციით, მას COVID-19 პაციენტისგან გადაედო. 12 თებერვალს კი ვირუსით გარდაიცვალა.

კორონავირუსი ახალი შტამი მსოფლიოში ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ამ დრომდე, გლობალური მასშტაბით, კორონავირუსით 7.6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 423 887 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3.8 მილიონს აღწევს. COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პერუ, გერმანია და ირანი.

აშშ-მ COVID-19-ის მკურნალობისთვის "ჰიდროქსიქლოროქინის", იგივე "პლაქვენილის" გამოყენების ნებართვა გააუქმა

ფოტოები თურქეთის პროვინციიდან, სადაც მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა