ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია

კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10-მდე გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთა დაინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო 24 საათში 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 2 სამედიცინო პერსონალია, 5 - საკარანტინე სივრციდან, 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, 5-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კვლავ 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.

“დაგვემატა 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 5-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 136 პაციენტი მკურნალობს. 14 ახალი შემთხვევიდან 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და 5 არის დაუდგენელი წყარო, რომელზეც კვლევა გრძელდება.

ჯამში 10 ადამიანის დაინფიცირების წყარო არ ვიცით, თუმცა შეიძლება რომელიმეს წყარო დადგენილი იყოს, ჩემთვის უცნობია, ჯერჯერობით.

ჩვენთან 2 ახალი პაციენტია, 2 გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა და კვლავ 38 დადასტურებული შემთხვევა წევს. ჩვენი სპექტრი სიმძიმის მიხედვით არ შეცვლილა, კვლავ მხოლოდ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა დაავადების პროგრესირება არ ხდება, სტაბილურია უკვე სიტუაცია და რამდენიმე დღეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი პროგნოზი აღარ იქნება საყურადღებო და კეთილსაიმედო იქნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეიდან 20 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეს არ გამოიყენებთ

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა