ავტორი:

დღეიდან 20 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეს არ გამოიყენებთ

დღეიდან 20 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეს არ გამოიყენებთ

დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღიდან, 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან.

"არსებობს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ჩანაწერი, რომლის თანახმად თუ ფიზიკური პირი პირბადის გარეშე შევა დახურულ საჯარო სივრცეში, ან თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ტაქსით იმგზავრებს პირბადის გარეშე, გათვალისწინებულია 20 ლარის ოდენობის ჯარიმა.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს და ინდმეწარმეებს, მათ უნდა გააკონტროლონ, რომ პირი დახურულ საჯარო სივრცეში არ შევიდეს პირბადის გარეშე. თუ ამას ვერ უზრუნველყოფენ, გათვალისწინებულია 500 ლარის ოდენობის ჯარიმა. თუმცა ამავე კანონში დავავალეთ მთავრობას, რომ დეტალურად გაწეროს პირბადის ტარების წესი.

საუბარი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, შშმ პირებზე, აბიტურიენტებთან შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს - ეს ყველაფერი უნდა გაწეროს მთავრობამ. შესაბამისად, ეს კანონი იურიდიულად გამოქვეყნდა და ამოქმედდა, თუმცა მისი გამოყენება უკავშირდება ამ წესის ამოქმედებას. ეს წესი უნდა გამოქვეყნდეს ორშაბათს, 15 ივნისს, რომლის საშუალებით, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია, პირბადის ტარების წესი როგორია და მხოლოდ ორშაბათიდან მოხდება ამ კანონის გამოყენებაც,“ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

კითხვაზე, როგორი ტიპის პირბადის გამოყენება იქნება სავალდებულო, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ დამატებით ტვირთად რაიმე განსაკუთრებული ტიპის პირბადე არ არის მოთხოვნილი.

"მთავარია, ადამიანს ჰქონდეს პირბადე, რომელიც დაფარავს მის სახეს ცხვირიდან ნიკაპამდე, იმისთვის, რომ გავრცელების შეკავება მოხდეს. მთავრობის მიერ შემუშავებულ წესშიც იქნება ეს ყველაფერი გაწერილი. რა პირბადეებსაც აქამდე ატარებდნენ ჩვენი მოქალაქეები, ისეთ პირბადეებზეა საუბარი, რაიმე განსაკუთრებული ტიპის პირბადე არ არის მოთხოვნილი,“ - განმარტა მან.

ცნობისთვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 500 ლარით. პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მეტროთი მგზავრობის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წესის დამრღვევი დაჯარიმდება 20 ლარით.

"ვვარაუდობდით, რომ გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება, ძნელია" - 2-ვე მედპერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა

"ნაკბენების უმრავლესობა გვხვდება ხელზე... არ ვეცადოთ მათ დაჭერას" - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში გველებზე გამოძახებები გაიზარდა

ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით - პაატა იმნაძე