ავტორი:

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის მეხუთე წლისთავზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განახლებული პარკი „მზიური“ გახსნეს.

გიორგი გახარია ღონისძიებაზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან და 10 წლის ქალიშვილთან - ანნასთან ერთად მივიდა.

მზიურის გახსნას ესწრებოდნენ კახა კალაძის შვილებიც.

„მზიურის პარკის“ რეაბილიტაციის დასრულებით დასრულდა დიდი სამუშაო. ამ სამუშაოს გაწევისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქტიშვილს. უდიდესი სამუშაოა ჩატარებული. ამას მოყვა ხეობის გაწმენდა. სრულად არის დაზღვეული შემდგომ ასეთი სტიქიის განმეორების შესაძლებლობა, აღდგა ბევრი გზა და კიდევ ბევრი სამუშაო იყო ჩატარებული.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ელჩს, იმ წვლილსთვის, რომელიც ევროკავშირმა შეიტანა სარეაბილიტაციო სამუშაოებში და ბატონ მერს, რომელმაც ეს ყველაფერი როგორც მას ჩვევია, გემოვნებით და თბილისელებისთვის ზრუნვის უდიდესი გამოვლინებით დაასრულა.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდა თაობას, რომლებიც ყოველგვარი თხოვნის გარეშე დადგნენ ის, სადაც უნდა მდგარიყვნენ და გააკეთეს ის საქმე, რომელიც მათ სამშობლოს და მათ მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ერთმანეთზე ზრუნვა არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი წარმატებული მომავლისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისის პარკი „მზიური“ ევროკავშირის მხარდაჭერით გაიხსნა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, წყალდიდობით განადგურებული პარკის მასშტაბური განახლების შედეგად მოეწყო ველობილიკები, ხელოვნური ტბა, სკეიტბორდის პარკი და რამოდენიმე საბავშვო მოედანი, რაც მას ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სარეკრეაციო ზონად აქცევს.

"დარჩა ერთი ნაბიჯი საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად - ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა" - სოსო გოგაშვილი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის მსურველებს „ტოიოტა პლუსის“ პროგრამას სთავაზობს

განახლებული Porsche Panamera საქართველოშია