ავტორი:

"საქმე ახალ კლასტერთან არ გვაქვს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსის 13 ახალ შემთხვევაზე

"საქმე ახალ კლასტერთან არ გვაქვს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსის 13 ახალ შემთხვევაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევის წყაროები დადგენილია.

როგორც გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შემთხვევების ნაწილი საკარანტინო ზონას უკავშირდება, ნაწილი კი აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან გამოვლინდა.

მისი თქმით, საქმე ახალ კლასტერთან არ გვაქვს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 161-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 703-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეიდან 20 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეს არ გამოიყენებთ

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა