ავტორი:

"ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა... მოდიოდა ჩემამდე ხმები - ფრთხილად იყავი" - გიორგი გაბუნიას პირველი კომენტარი მის შესაძლო ლიკვიდაციაზე

"ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა... მოდიოდა ჩემამდე ხმები - ფრთხილად იყავი" - გიორგი გაბუნიას პირველი კომენტარი მის შესაძლო ლიკვიდაციაზე

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია პირველ კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეკვეთით, მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

"მე თვითონ ინფორმაციას არ ვფლობდი ამის შესახებ, მაგრამ ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა ჩემზე. დაცვამ ყურადღება გაამახვილა და ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება.

ორ წელიწადზე მეტია, რაც დაცვა მყავდა, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კადიროვს არც დაუმალავს და ჩემი გამოსვლის შემდეგ (გულისხმობს პუტინისადმი მის მიმართვას) თქვა, რომ ვინმე სადმე შემხვდებოდა და რამე დამემართებოდა, ისედაც ნათელი იყო ამის გარეშეც, რომ საფთხე ძალიან დიდი იყო.

მანამდეც რაღაც ხმები მოდიოდა ჩვენამდე, რომ ფრთხილად იყავი... მაგალითად, მოვიდა ჩემამდე ხმები, რომ ფრთხილად იყავი, როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ და ა.შ." - ამბობს გიორგი გაბუნია.

შეგახსენებთ, გუშინ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეკვეთით იგეგმებოდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეთნიკურად ინგუში 40 წლამდე მამაკაცი ვასამბეგ ბოკოვი, რომელიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე 12 ივნისს სპეცოპერაციის დროს დააკავეს, საქართველოში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული და გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

31 ივლისს HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება

აჭარაში, ზღვაზე დასვენება გაიაფდა – რომელ კურორტს ირჩევთ?