ავტორი:

გიორგი გაბუნიას გინება ვლადიმერ პუტინისადმი და "ფეისბუქის" მწვავე რეაქცია - "ქვეყნის მტრობაა, რაც დღეს ეთერში იყო"

გიორგი გაბუნიას გინება ვლადიმერ პუტინისადმი და "ფეისბუქის" მწვავე რეაქცია - "ქვეყნის მტრობაა, რაც დღეს ეთერში იყო"

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.

გაბუნიამ კვირის 9-საათიანი გამოშვება რუსული მისალმებით დაიწყო და პირდაპირ ვლადიმერ პუტინს მიმართა:

„მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ საქართველოს მთავარ ტელეარხს. მინდა პირველ რიგში უდიდესი მოკითხვა გადავცე ჩვენს დიდ მეგობარს ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს.

ვოვაჩკა, შენ ხარ ორღობის მეძავი... ჩვენს მშვენიერ დედამიწაზე შენნაირი უღმერთო არსების და მახინჯის ადგილი არ არის. წადი შენი.... შენს მონებთან ერთად. შენი დედაც... უი, დედაშენი მკვდარია, რა სამწუხაროა. დაე, დაიწვას ჯოჯოხეთში შენთან და მამაშენთან ერთად...“, - ეს არის ნაწილი იმ უხამსი მიმართვისა, რომლითაც გაბუნიამ პირდაპირი ეთერით, ათასობით მაყურებლის წინაშე მიმართა პუტინს.

გიორგი გაბუნიას ტექსტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტიის საბჭო მას “არაეთიკურად“ და “უპასუხისმგებლოდ“ აფასებს.

გაბუნიას გინებას გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, თუმცა წამყვანის პათოსს იზიარებს.

ფეისბუქმომხმარებლებმა მწვავედ გააკრიტიკეს წამყვანის მიმართვის ფორმა, მას ანტისახელმწიფოებრივი და არაეთიკური უწოდეს.

ნინო ჭალაგანიძე - ჟურნალისტიკის დოქტორი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი:

"უნიჭობა, უზრდელობა და, რაც ყველაზე უარესია, ქვეყნის მტრობაა ის, რაც დღეს ეთერში იყო. ეს ისეთივე ცხადია, როგორც საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება, რომ რუსეთი ოკუპანტია!"

გოგლა ჟვანია, “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი:

"გაბუნიას ქმედებას შუღლის გაღვივება ჰქვია!!! ასე რომ, ეხლა ქართული მართლმსაჯულების ჯერია!!! სასწრაფოდ დააპატიმრეთ!!!"

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი:

რაკი გიორგი გაბუნიას დღევანდელმა რეპლიკამ ასეთი გაცხოველებული საჯარო დისკუსია გამოიწვია, მსურს ჩემს ფეისბუქ-მეგობრებს რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ:

1. მიმაჩნია, რომ გაბუნიას რეპლიკა იყო უხამსი. ცუდია, როდესაც მედიასაშუალება სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებისას უარს არ ამბობს უხამსობაზე. ამაზე მუდმივად შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ეს საკითხი ვერაფრით გასცდება თვითრეგულირების სფეროს;

2. მიმაჩნია, რომ თვითრეგულირების სფეროს უფრო მკაცრი რეგლამენტაცია, როგორიც დღეს გვაქვს, უკვე ცენზურის მცდელობა იქნება. ამიტომ არის სახიფათო ხელისუფლების წამომადგენელთა განცხადებები მედიის კონტროლისა და საპასუხო ქმედებების შესახებ;

3. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური სასაუბროდან უნდა ამოაგდოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი. რამდენადაც ხშირად ვიტყვით, რომ "აიკრძალოს რუსთავი-2", "აეკრძალოს გაბუნიას სატელევიზიო ეთერში ყოფნა" და მსგავსი განცხადებები, მით მალე დავემსგავსებით ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებს, როგორც თავად რუსეთია;

4. მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის საფუძვლებზე სერიოზული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ამოცანა არის ქართული სახელმწიფოს დასუსტება და მისი დემოკრატიულობის ხარისხის დაცემა;

5. მიმაჩნია, რომ ამ წუთებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს, ვიდრე გიორგი გაბუნიას უხამსი რეპლიკა.

დღეს კიდევ ერთ ტესტს ვაბარებთ დემოკრატიაზე. მთავარია, არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა. "რუსთავი-2"-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი უხამსობა ჩემთვის პერსონალურ ურთიერთობებშიც მიუღებელია და პროფესიულ საქმიანობაშიც.

ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი:

"ყველაზე სახიფათო არის ის განცხადებები, რომელიც მოჰყვა გაბუნიას მონოლოგს განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, თან იმ პირობებში, როდესაც ვცდილობთ კანონმდებლები დავარწმუნოთ, რომ არ შეასუსტოს თვითრეგულირება. ახლა სწორედ ეს დისკუსია გვაქვს ხელისუფლებასთან, რადგან არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ამით ზიანდება მთელი მედიაგარემო. მართლა ვეღარ ავუდივართ ნიშნისმოგებით საუბარს, "აი, ასეთი გადაცემები გინდათ?" კითხვებს. არგუმენტები გვისუსტდება რატომ არ უნდა შეიზღუდოს კონტენტი.

ქარტიამ გააკეთა განცხადება, მეტი მას არაფერი შეუძლია. ჟურნალისტიკა არ არის ლიცენზირებული საქმიანობა. ამიტომ სტატუსს ვერავინ ვერავის შეუჩერებს. ქარტია არ არის სადამსჯელო ორგანო, ის თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც უპირველესად მოქალაქეების მიმართვისთვის არის შექმნილი.

მიმართეთ თავად მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს. სწორედ მენეჯმენტს აქვს პრეროგატივა იმსჯელოს რას და როგორ იმოქმედებს მაშინ, როდესაც ჟურნალისტი არაეთიკურად იქცევა.

დავით გაბუნია, მწერალი:

"უგემოვნობა კაცობრიობის (ლამის) მთავარი მტერიაო. მოგვარევ".

ნინო ქადაგიძე-ჟვანია, ზურაბ ჟვანიას ქვრივი:

"სისხლზე დაგეშილი სააკაშვილი და მისი პათოლოგი ტელევიზია".

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ცალკე „ნაცმოძრაობა“ და ცალკე რ2 (ან ერთად. რა მნიშვნელობა აქვს?) ახერხებენ ყველაფერი გააბანძონ, - უკუპაციასთან ბრძოლაც კი!"

ზურა ვარდიაშვილი, ჟურნალისტი:

"ჩემს სტუდენტებს - რაც გიორგი გაბუნიამ ქნა, ეგ ჟურნალისტიკა არ იყო. ჩვენს პოლიტიკოსებს - არც პოლიტიკოსობა არ არის თქვენი ისტერია - რომ ახლა გაბუნიას გინების გამო დაგვბომბავს რუსეთი".

თეონა ბაღდავაძე, PR მენეჯერი:

"ხომ უნდა მოახერხო, პუტინს ისე აგინო, მთელი ქვეყანა შენ გაგინებდეს!"

ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი:

"დაიცავით ქვეყანა რუსეთის მორიგი ოკუპაციისგან! აგებინეთ პასუხი ყველას, ვინც რუსის ჯარს მოუძღვება ქვეყანაში!!! დაიცავით ჩვენი შვილები!!! არანაირი დანდობა საქართველოს მოღალატეებს!!!"

ხათუნა ჟორდანია, მომღერალი:

"ჩემი ქართველი მეგობრები მწერენ რუსეთიდან, ყველა რუსული საინფორმაციო გამოშვება, ამ ნიუსით იწყებაო... ხვალიდან ქუჩაში ვეღარ გავალთ, ისევ დაიწყება ქართველების რეპრესიებიო! გაბუნია-უტვინო!!!"

ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე:

"გახსნილი ტექსტებით ბილწსიტყვაობა თუნდაც მტრის და ოკუპანტის მისამართით მისაღებია ჩვენთვის? ასეთი სიძულვილის ენა და აგრესია ხომ უკან გვიბრუნდება ასმაგად? პატრიოტიზმი ცოტა სხვა რამე მგონია! ვფიქრობ ხალხს ბოდიში უნდა მოგვიხადონ ეს რომ მოგვასმენინეს!"

დეკანოზი თამაზ ლომიძე:

"საზარელი და ამაზრზენი მოსასმენია სატელევიზიო ეთერიდან ჟურნალისტის უხამსი გინება, სულერთია, ვის მიმართაა ნათქვამი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების დიდი უმრავლესობა სწორედ ამ უხამსობას გმობს სრულიად სამართლიანად, გაბუნიას საქციელმა მაინც ისეთი ფონი შექმნა, რომ თითქოს საქართველოს მთავრობა და ქართველები ერთხმად აპროტესტებენ პუტინის შეურაცხყოფას და იცავენ მას საქართველოში. ამ ფონს ისევ ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს ოკუპანტი და მისი პროპაგანდისტული მანქანა. ასეა, უარესი შედეგი მოაქვს სიცოფისგან თავის დაკარგვას და დაუფიქრებელ ლაპარაკს, რა თქმა უნდა, თუ გამიზნულად არ იყო ნათქვამი ეს უხამსობა".

გაბუნიას ტელემიმართვას გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები. განცხადება გაავრცელა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც, რომლის თქმითაც, "რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ქართული მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს