ავტორი:

ქართველი ვარსკვლავები, რომლებმაც ორსულობისას შიშვლად იპოზიორეს

ქართველი ვარსკვლავები, რომლებმაც ორსულობისას შიშვლად იპოზიორეს

ორსულობა ყველა ქალის ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ცხრა თვის მანძილზე ქალის გარეგნული ფორმები იმდენჯერ იცვლება, რომ მომატებული კილოგრამების დაკლებას ხშირად მშობიარობის შემდეგ თვეები სჭირდება.

მიუხედავად წონაში მატებისა, გარენული ცვლილებებისა და ხშირად არც თუ ისე სასიამოვნო შეგრძნებებისა, რომელიც ორსულობას ახლავს, ქალები ცდილობენ, ეს სასიამოვნო პერიოდი ფოტოებზე ხშირად აღბეჭდონ.

უფრო თამამები კი კამერებისა და ფოტოობიექტივის წინ შიშვლად პოზირებენ. სხვათაშორის ამისთვის უცხოეულ ვარსკვლავებს ბეჭდური და ონლაინ მედიები საკმაოდ სოლიდურ ჰონორარებსაც უხდიან.

წარმოგიდგენთ ქართველ ვარკვლავებს, რომლებიც ორსულობის პერიოდში გაშიშვლდნენ:

სრულად არ გაშიშვლებულა, მაგრამ გულახდილი ფოტოსესია 2015 წელს ქეთა თოფურიამ რუსული hello-სთვის მოაწყო. მომღერალი ამ მდგომარეობაში პირველად გამოჩნდა მედიაში და როგორც მაშინ წერდნენ, სოლიდური ჰონორარიც აიღო.

ნუკი კოშკელიშვილს არავის თხოვნა არ დასჭირვებია. მან საკუთარი სიამოვნებისთვისა და სამახსოვრო ფოტოებისთვის ორსულობის ბოლო თვეებში სრულიად შიშვლად იპოზიორა. ფოტოსესია ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა და შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი პირველი ქართველი ვარსკვლავი იყო, რომელმაც ამ მდგომარეობაში ფოტოები საჯარო გახადა.

პირველ შვილს ელოდებიან მომღერალი ნინა სუბლატი და მუსიკოსი გიორგი შამანაური. ნინას ორსულობის გატარება ძირითადად კარანტინში მოუწია, თუმცა ორი კვირის წინ "ინსტაგრამზე" საკმაოდ შთამბეჭდავი ფოტოსესია გამოაქვეყნა, სადაც მომღერალი შიშვლად პოზირებს.

ორი კვირის წინ ცნობილი გახდა რომ დათო და ანა იმედაშვილის ცნობილი წყვილი მეორე საერთო შვილს ელოდება. დათოს წინა ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. ანა ხშირად პოზირებს მედიისთვის და სხვადასხვა პროექტებისთვის, თუმცა ამჯერად გულახდილი ფოტოსესიას ორსულობისას მოაწყო.