ავტორი:

შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის

შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის

12 ივნისს, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. დააკავეს ერთი პირი, როგორც თავდაპირველად ითქვა, ეროვნებით, ჩეჩენი. მოგვიანებით, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი იყო - ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში.

მოგვიანებით სამართალდამცავებმა პანკისის ხეობაში, უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს. როგორც გაირკვა, დაკავებული ხანგოშვილებთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა.

15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, რამზან კადიროვის დაკვეთით.

რამ გაანაწყენა კადიროვი?

დაახლოებით ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ "რუსთავი2"-ის ეთერში გიორგი გაბუნიას მონოლოგი, რომელშიც მან უხამსად მიმართა ვლადიმირ პუტინს, ჩვენი საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ ამას განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა რუსეთიდან, გახსოვთ ალბათ, ზოგიერთი თავგაცხელებული გაბუნიას რუსეთისთვის გადაცემასაც კი ითხოვდა...

ამ ფაქტმა აღაშფოთა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც, რომელიც გაბუნიას ღიად დაემუქრა.

"კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მით უმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია". კადიროვმა განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ გაბუნიას სადმე შორს გადამალავენ, რადგან მსოფლიოში მილიონობით ისეთი ახალგაზრდა მოიძებნება, რომელიც "მას იმას მიუზღვავს, რასაც იმსახურებს".

საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსული სპეცსამსახურები და რამზან კადიროვის მხარდამჭერები ყველას უსწორდებიან, ვინც მათ წინააღმდეგ გაილაშქრებს. კადიროვის დაჯგუფებასა და რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება უმარ ისრაილოვის, ზელიმხან ხანგოშვილის, ამინა ოკუევას და იმრან ალიევის მკვლელობები. გავიხსენოთ ვინ როდის გამოასალმეს სიცოცხლეს...

  • უმარ ისრაილოვი

პირველად ევროკავშირის ტერიტორიაზე რამზან კადიროვის ოპონენტი 2009 წლის იანვარს ჩაცხრილეს. ვენაში, კადიროვის ბრძანებით, ჩეჩნეთის მეთაურის დაცვის ყოფილი წევრი უმარ ისრაილოვი მოკლეს.

ისრაილოვი საკუთარ თავს "კადიროვის რეჟიმის მსხვერპლს" უწოდებდა. ის ჩეჩნეთის მმართველს 2003-2005 წლებში ჩადენილ დანაშაულებებში ამხელდა.

ისრაილოვი ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც მან ჩეჩნეთის ტერიტორია დატოვა და ევროპაში წავიდა, კადიროვი მამამისს 10 თვის განმავლობაში პატიმრობაში ამყოფებდა. ოჯახის წევრზე ძალადობით კადიროვი თავისი დაცვის ყოფილ წევრს აიძულებდა ისევ ჩეჩნეთში დაბრუნებულიყო.

2011 წლის 1-ლ ივნისს, ავსტრიის სასამართლომ ისრაილოვის მკვლელობის ბრალდებით სამი ჩეჩენი გაასამართლა, ესენი იყვნენ ოტო კალტენბრუნერი, მუსლიმ დადაევი და ტურპალ-ალი ეშურკაევი. კალტერბრუნერი მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულეს, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, დადაევს -19 წლით, ხოლო ეშურკაევს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩეჩენმა ლიოშა ბაგატირევმა კი, რომელიც ამ მკვლელობის შემსრულებლად მიიჩნეოდა, მალევე დატოვა ევროპა, ჩეჩნეთში დაბრუნდა. ის ვერ დააკავეს.

როგორც ცნობილია, ვენის სასამართლოს ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დაკითხვაც სურდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ისრაილოვმა "ნიუ-იორკ თაიმსს" უამბო, რომ ის თავად იყო მოწმე, თუ როგორ აწამებდნენ კადიროვი და მისი ხელქვეითები შეიარაღებულ ამბოხში მონაწილე ეჭვმიტანილებს.

  • ამინა ოკუევა

2017 წლის 30 ოქტომბერს, კიევის ოლქში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების მხარეს მებრძოლი ცოლ-ქმარი, ამინა ოკუევა და ადამ ოსმაევი იმყოფებოდნენ. შემთხვევა კიევიდან 35 კილომეტრის მოშორებით მოხდა. როგორც კი ოსმაევისა და ოკუევას ავტომობილი რკინიგზის გადასასვლელზე გაჩერდა, ბუჩქებიდან უცნობმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთი ტყვია ამინა ოკუევას თავში მოხვდა, ის ადგილზევე გარდაიცვალა. ადამ ოსმაევი, რომელიც ფეხში დაიჭრა, აცხადებდა, რომ მათზე თავდასხმის დამკვეთი კრემლში უნდა ეძებნათ.

ეს ცოლ-ქმარზე მეორე თავდასხმა იყო, მანამდე 2017 წლის 1-ლ ივნისს ცოლ-ქმარს ვენაში ყოფნისას დაესხნენ თავს. თავდამსხმელი მათ ფრანგული გამოცემა Le Monde-ს ჟურნალისტად გაეცნო, მანქანაში კი ადამის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მაშინ ამინა და ადამი გადარჩნენ. მათი მტკიცებით, ქილერის კვალი რამზან კადიროვთან მიდიოდა.

  • ზელიმხან ხანგოშვილი

წარმოშობით ქართველი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ქუჩაში მას ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი მიუახლოვდა, ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ თავში საკონტროლო გასროლით ადგილზე მოკლა და გზა განაგრძო წაიკითხეთ სრულად

"მგზავრების უმეტესობას ეძინა, მათ არ ეკეთათ ღვედები" - პოლონეთში ავტობუსი არხში გადავარდა, დაღუპულია 6 ადამიანი

"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები: სასტუმროს ფოტოები, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ