ავტორი:

დონალდ ტრამპს ძმისშვილი უპირისპირდება - რა წერია სკანდალურ წიგნში, რომლის გამოც პრეზიდენტი სასამართლოს მიმართავს

დონალდ ტრამპს ძმისშვილი უპირისპირდება - რა წერია სკანდალურ წიგნში, რომლის გამოც პრეზიდენტი სასამართლოს მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაპრეზიდენტების დღიდანვე სკანდალები არ აკლდება. ერთ-ერთი ბოლო სკანდალი კი დონალდსა და მის ძმის შვილს, მერი ელ ტრამპს შორის დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ ტრამპის ძმის შვილი მერი ტრამპი ბიძამისის შესახებ წიგნის გამოცემას აპირებს. როგორც ცნობილია, წიგნი უკვე მზადაა და კომპანია Simon & Schuster 28 ივლისისთვის გამოუშვებს. წიგნის გამოქვეყნებამდე უკვე ცნობილი გახდა, რომ ის აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მანკიერ მხარეებზე მოგვითხრობს და კრიტიკით იქნება სავსე.

როგორც გამოცემა Daily Beast წერს, დონალდ ტრამპი აპირებს უჩივლოს ძმის შვილს, კანონის ძალით შეაჩეროს და წიგნის გამოქვეყნების უფლება არ მისცეს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა თავის ახლობელ ადამიანებს უთხრა, რომ მისი ადვოკატები ეძებენ გზებს თუ რისი გაკეთება შეუძლიათ, რომ კანონის ძალით შეუშალონ ხელი წიგნის გამოქვეყნებას.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მერის ხელი აქვს მოწერილი შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, მას შიდა სამზარეულოს დეტალების გამჟღავნება ეკრძალება. შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 2001 წელს მოეწერა.

  • რატომ უპირისპირდება მერი ტრამპი ბიძას?

მერი და დონალდ ტრამპებს შორის უთანხმოება წლების წინ დაიწყო და კონფლიქტის დეტალები თავდაპირველად New York Daily News-მა გამოაქვეყნა.

მერი დონალდ ტრამპის უფროსი ძმის, ფრედ ტრამპის ქალიშვილია. ფრედი 1981 წელს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. მერისა და მის ძმას დონალდთან ქონებასთან დაკავშირებული პრეტენზიები აქვთ. და-ძმა ამბობს, რომ მათ არ მიუღიათ კუთვნილი ქონება, რომელიც დონალდის ძმას მამისგან ეკუთვნოდა. დონალდის მამა 1999 წელს გარდაიცვალა და მისი ქონება გაინაწილეს მისმა ცოცხალმა შვილებმა, ხოლო გარდაცვლილი შვილის შთამომავლებს არაფერი ერგოთ.

დონალდ ტრამპი მამასთან ერთად

განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ქონების გარეშე დარჩენა მერის ძმისთვის, ფრედ უმცროსისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შვილი ჰყავს და მკურნალობას დიდი თანხა სჭირდება.

"მას უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის“, - ამბობს მერი ტრამპი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • რა ვიცით მერი ტრამპის წიგნის შესახებ?

მერი ელ ტრამპის წიგნს ჰქვია - "ძალიან ბევრი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო კაცი.“

წიგნის აღწერა Simon & Schuster-ის ვებ-გვერდზე გასულ ორშაბათს გამოქვეყნდა. აღწერაში ბევრ მნიშვნელოვან დეტალზეა საუბარი. მათ შორის იმაზე, თუ როგორ დასცინოდა დონალდ ტრამპი მოხუც მამას, როდესაც ამ უკანასკნელს ალცჰაიმერის დაავადება დაემართა.

როგორც "ბიზნეს ინსაიდერი" წერს, ტრამპისთვის უცხო არ არის "დაბლოკოს“, ან ჰქონდეს მცდელობა შეაჩეროს მასზე დაწერილი კრიტიკული წიგნები. მაგალითად, ბოლოს ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს უჩივლა, რათა მან შეაჩეროს წიგნის გამოქვეყნება, რომელშიც, როგორც წინასწარვეა ცნობილი, ტრამპის თეთრი სახლის მანკიერებებზე საუბრობს.

რა კვალს ტოვებს COVID-19 ადამიანის ტვინზე - "შეიძლება, კორონავირუსმა ბევრი სხვა დაავადება გამოიწვიოს"

4 შოკისმომგვრელი ამბავი დონალდ ტრამპზე, რომელიც პრეზიდენტის ძმისშვილმა საკუთარ მემუარებში გაამჟღავნა

მარსიდან შორტებამდე - რა ღირს წითელი შორტები, რომელსაც ილონ მასკი ყიდის