ავტორი:

ანა დოლიძე პოლიტიკაში მიდის - რა კანონდარღვევაზე საუბრობენ მისი კოლეგები და არასამთავრობოები

ანა დოლიძე პოლიტიკაში მიდის - რა კანონდარღვევაზე საუბრობენ მისი კოლეგები და არასამთავრობოები

დღეს ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ეყრება საფუძველი, რომელშიც ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ანა დოლიძე და ლევან კობერიძე ერთიანდებიან. ისინი დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმს გააფორმებენ.

ანა დოლიძე ჯერ კიდევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება პოლიტიკურ საქმიანობას.

ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ დოლიძე პოლიტიკაში აპირებდა მოსვლას, 2020 წლის 21 მაისს მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” დააფუძნა. დოლიძის განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით”, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა. მან საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა და ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზეც არაერთხელ ისაუბრა.

სწორედ აღნიშნულმა გააჩინა მოლოდინი, დოლიძის სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც მის ამჟამინდელ საქმიანობასთან შეუთავსებელია.

აღნიშნულს მოჰყვა განცხადებები, როგორც პოლიტიკურ ისე, სასამართლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წრეებში. შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს მოუწოდა, რომ თუ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, საბჭოში თანამდებობა დატოვოს.

"ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის” დაფუძნებას, რამაც საზოგადოების ნაწილში მოლოდინები გააჩინა მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან. ამიტომ, თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ" - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

ამ განცხადებას განცხადებით უპასუხა დოლიძემ. მისი თქმით, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება იუსტიციის საბჭოს წევრს არც ერთი კანონით არ ეკრძალება

"პოლიტიკურ საქმიანობას როგორც კი შევუდგები, კანონის შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას. მოძრაობა "ხალხისთვის" არის არასამთავრობო ორგანიზაცია. სამართლებრივად, ბოლო დროის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, ამიტომ ახალი საფუძველი არ წარმოშობილა. ყველა განცხადება, რომელიც თუნდაც ეხება სასამართლოში "კლანის" არსებობას, სასამართლო პოლიტიკის შეცვლას, ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს პოლიტიკური განცხადებაა. მსგავსი განცხადებები სასამართლო პოლიტიკასთან დაკავშირებით კეთდება იუსტიციის საბჭოს სხვა წევრებისგანაც", - განაცხადა დოლიძემ.

დღეს კი დოლიძის მიერ კანონის დარღვევის შესახებ მისივე კოლეგა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საუბრობს. როგორც მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, კანონით პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება საბჭოს წევრს:

"როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი (ანა დოლიძე) სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით?

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას! როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყოს კანონის დამრღვევი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი: ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომლის ფინანსებსაც ეს უკანასკნელი თავად განკარგავს და რატომ? ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს“,- წერს ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”

"რეგიონში ბალანსი შეცვლილია აზერბაიჯანის სასარგებლოდ - რუსეთი არ აპირებს დაუპირისპირდეს ბაქოს და ანკარას" - თორნიკე შარაშენიძე

"მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როცა პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან" - პრემიერი