ავტორი:

ნინო სურგულაძე ტყუპ შვილთან ერთად - მომღერალი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ნინო სურგულაძე ტყუპ შვილთან ერთად - მომღერალი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ცნობილი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ტყუპის დედა გახდა. ნინოს ქალ-ვაჟი შეეძინა. ეს სასიხარულო ამბავი მომღერალმა თავადვე შეატყობინა გულშემატკივარს და "ფეისბუქზე" ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

"სიტყვები, განცდები, გრძნობები - მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება. ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება დღეს რომ მოევლინა სამყაროს ჩემგან და ჩემთვის, ჩვენთვის... ყველა დედისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, ახლა რაც მაქვს, მაგრამ მაინც მარტო ჩემი და ძალიან განსხვავებული.

ასე მგონია ამ წუთამდე, - ნატალიას და ზაქარიას დაბადებამდე არაფერი ყოფილა თურმე მსგავსი ემოციის მომტანიც კი, არ გამიცდია, არ გამხარებია ასე სრულყოფილად, ასე სრულად, ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა, რომელიც ამ უსასრულო ძალით და ბედნიერებით უფრო მეტს შეძლებს პროფესიაშიც, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ყველგან, სადაც მოინდომებს იმიტომ, რომ დედა ვარ.." - წერდა მომღერალი.

ამჯერად კი, მშობიარობის შემდეგ ნინო სურგულაძე პირველად აქვეყნებს ნატალიასა და ზაქარიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს:

რომანტიკული ვახშამი ზღვის სანაპიროზე და სექსუალური ფოტოსესია აუზში - როგორ ატარებენ ბერა და ნანუკა ზაფხულის ცხელ დღეებს

"ამერიკაში ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ" - რობერტ სტურუას განცხადება, რომლის გამოც რეჟისორს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

"იმ საწყალ ბიჭს ისეთი სიმთვრალე ჰქონდა, თქვენს მაგიდასთან რომ იგივე გაეკეთებინა, შეიძლება იქვე მოგეკლათ“ - ნინა წკრიალაშვილი სანდრო გირგვლიანზე