ავტორი:

"გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, მაგრამ ასე არ ყოფილა"  - ამირან გამყრელიძე

"გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, მაგრამ ასე არ ყოფილა"  - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოდნავ დინამიკა არის იმის, რომ ვირუსის ვირულენტობა მცირდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ გლობალურად. მისივე თქმით, შესაძლებელია, ზაფხულში ვირულენტობის შემცირება გაგრძელდეს.

„საქართველომ დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი დადო რეგიონში „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს ირგვლივ ქვეყნებში რაც ხდება. იცით, რომ დღეს 5 შემთხვევა დაემატა. ეს არის ერთეული შემთხვევები. თითქმის ყველა შემთხვევის წყარო ვიცით, კონტაქტები იზოლირებული არიან, კარანტინში არიან გადაყვანილი და მათზე ზედამხედველობა მიმდინარეობს. მთავარია, რომ აქამდე ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება შევაჩერეთ და ახლა მართვის სტადიაში ვართ. ჩვენ უნდა ვმართოთ ერთი მხრივ, ახალი შემთხვევები და მეორე მხრივ, თანდათან იხსნება ეკონომიკა, რომ მოსახლეობამ იმუშაოს, შემოსავალი ჰქონდეს და ა.შ. ამიტომ, ეს ბალანსი უნდა დავიჭიროთ. იქნება თუ არა მეორე, მესამე, მეოთხე ტალღა, ამაზე მეცნიერები მსჯელობენ. ოდნავ დინამიკა არის იმის, რომ ვირუსის ვირულენტობა მცირდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ გლობალურად. შესაძლებელია, ზაფხულში ვირულენტობის შემცირება გაგრძელდეს. რაც გვეგონა, რომ ეს თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, ასე არ ყოფილა. მთავარია, რომ ყველა შემთხვევა კონტროლირებადია და მართვას ემორჩილება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისვე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. ჟურნალისტის კითხვაზე, ამჟამად რამდენი პაციენტის წყარო არ არის ცნობილი, გამყრელიძემ ასე უპასუხა: „თითქმის ყველა წყარო ვიცით. 6 ადამიანთან დაკავშირებით ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს, წინა შემთხვევებზე ვსაუბრობ. რაც დღეს გითხარით, ბოლო 5 შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 893 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსისგან 731 ადამიანია გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"ირაკლი ორი-სამი წლის წინ სამუშაოდ წავიდა..." - პოლონეთში მომხდარ ავარიას 27 წლის სენაკელი ახალგაზრდა ემსხვერპლა

"მეორე ტალღაზე საუბარი ადრეა... თუ ვისწავლით კორონავირუსთან თანაცხოვრებას, ვირუსი იქნება, მაგრამ ძალიან არ შეგვაწუხებს" - იმნაძე

„Agronavti“ - ინფორმაციის მიღებისა და აგრო პროდუქტების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა