ავტორი:

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

იურისტ ვახო ჭუმბურიძის 15 წლის ქალიშვილის მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

"2020 წლის 7 ივნისს, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ. ნ-ს მიერ თ. ჭ.-ს მიმართ სავარაუდო მუქარის განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

აღნიშნულის შემდეგ ინტენსიურად ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის საფუძველზეც, 2020 წლის 17 ივნისს, რ. ნ. -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა (მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადევნება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ)" - აცხადებენ შსს-ში.

ვახო ჭუმბურიძემ პოლიციას გამოძიების მიმდინარეობისას გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

" რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს-მადლობა ამისთვის" - დაწერა ვახო ჭუმბურიძემ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, იურისტმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ქალიშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა და სამართალდამცველებს ქალიშვილის დაცვა სთხოვა. მისი ინფორმაციით, გოგონაზე ფსიქოლოგიური ძალადობა რამდენჯერმე განხორციელდა.

სპეცოპერაცია დიღმის მასივში - არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოდანაშაულს

"ჩემი წყაროები არიან სუს-ის და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ

"გამაფრთხილეს, რომ ამის შესახებ არავისთან მელაპარაკა" - გიორგი გაბუნია საქალაქო სასამართლოში მივიდა