ავტორი:

"მეორე სეზონი სიურპრიზებით იქნება სავსე" - რას ჰპირდება "დიდი სცენა" 21 ივნისიდან მაყურებელს და ვინ წაიყვანს შოუს

"მეორე სეზონი სიურპრიზებით იქნება სავსე" - რას ჰპირდება "დიდი სცენა" 21 ივნისიდან მაყურებელს და ვინ წაიყვანს შოუს

21 ივნისს „რუსთავი 2“-ის ეთერში „დიდი სცენის“ მეორე სეზონი გავა. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ საინტერესო შოუ იქნება და მაყურებელი ბევრ ნიჭიერ მუსიკოსს გაიცნობს.

პროექტს ერთ-ერთი ოთახიდან ნოდიკო ტატიშვილი და მაკო კვიტაიშვილი წაიყვანენ, რომლებიც AMBEBI.GE-ს შოუს შესახებ ესაუბრნენ.

ნოდიკო:

- ყოველ კვირა საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში იქნება „დიდი სცენა“. 21-სა და 28 ივნისს ქასთინგების სერიები გავა, ხოლო 5 ივლისიდან უკვე ლაივები დაიწყება. დიდი იმედი მაქვს, რომ კარგ კონკურსანტებს შევხვდებით. კარგი მონაწილეები ხომ პროექტის ხარისხს განსაზღვრავს?!

რაც ყველაზე მნივნელოვანია, „რუსთავი 2“-ში საოცრად პროფესიონალი გუნდი მუშაობს, ამიტომ, კონკურსანტებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ არხის ეთერი თავის წარმოსაჩენად და შემდგომი კარიერისთვის! ეს თითოეულისთვის შანსია, რომელიც ცხოვრებაში იშვიათად გვეძლევა. ამიტომ, ყველას ვუსურვებ ამ შანსის გამოყენებას და წარმატებას.

მაკო:

- ჩემთვის ეს პროექტი ძალიან განსხვავებულია დანარჩენი მუსიკალური პროეტებისგან. დავიწყოთ იმით, რომ ჯერ მისი სახელი ამბობს ყველაფერს და მერე მისი მასშტაბურობა. განსხვავებული იმითაც არის, რომ ძალიან კომპეტენტურია, რადგანაც ასეთი ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული.

- რას ელით პირადად თქვენ ამ სეზონისგან?

ნოდიკო:

- პირველი სეზონის შემდეგ კიდევ უფრო გრანდიოზული და დახვეწილი იქნება. როდესაც ახალი პროექტი ეთერში პირველად გადის, შემდეგი წლისთვის ბევრი რამ უკეთ ლაგდება ხოლმე და იხვეწება... მგონია, რომ მეორე სეზონი გაცილებით სანახაობრივი იქნება, ასევე სავსე ბევრი სიურპრიზითა და კარგი ნომრით. ის ფაქტი მომწონს, რომ მონაწილეებს სცენაზე ცოცხალ ბენდთან უწევთ ურთიერთობა. ეს კონკურსი ხომ იმას ემსახურება, რომ ახალი სახეები, შემსრულებლები, მომღერლები აღმოაჩინოს. ვიმეორებ, მათ „დიდ სცენაზე“ აქვთ ყველანაირი კომფორტი, რომ წარმოაჩინონ შესაძლებლობები და თავიც დაიმკვიდრონ. კარგად უნდა იმღერონ, სცენაზე ნატურალურები იყვნენ. შესაბამისად მაყურებელსაც არაფერი ეპარება და მათ შრომას დააფასებს.

მაკო:

- წამყვანებზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ჩვენ ვიქნებით მათი გულშემატკივრები, რომლებმაც ისინი სცენაზე უნდა გავუშვათ. იქ კი მობილიზებულები, თავიანთ თავში მეტად დაჯერებულები უნდა გავიდნენ, რაც მთავარია, სცენაზე პოზიტიურად უნდა გავაცილოთ.

ნოდიკო:

- ჯერ კიდევ „ჯეოსტარიდან“ ვიცი - რა არის კონურსი და ისიც, რას და როგორ შეიძლება განიცდიდეს, ფიქრობდეს, ნერვიულობდეს კონკურსანტი. რაღაცნაირად მგონია, რომ მე და მაკო ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შოუს მონაწილეებს ღელვა შევუმსუბუქოთ. ამდენი წელია, სცენაზე ვდგავარ და სცენაზე ვერასდროს გავდივარ ღელვის გარეშე. ნერვიულობა კი ძალიან შორს არის უკვე ჩემგან. ეს დრომ და გამოცდილებამ მოიტანა, მაგრამ ღელვა სცენაზე კარგია, რაღაცნაირად მობილიზებული ხარ.

მაკო:

- წინა სეზონზე, როდესაც ჩვენი კონკურსანტები ღელავდენენ, ფსიქოლოგის როლი მქონდა მორგებული. სანამ ლაივი იქნებოდა და კადრი ჩვენზე გადმოვიდოდა, ფსიქოლოგიურად ვეხმარებოდი. ესაა ჩვენი ფუნქცია ამ შოუში, გამოაფხიზლო, დაანახო რეალურად, რა უნდა იქ და რისთვისაა მოსული, რომ გამოჩნდეს, მისი შესაძლებლობები სწორად წარმოაჩინოს. კონკურსანტის ხმა ყველამ გაიგოს. ნოდიკოს აქვს კონკურსანტობის გამოცდილება, შოუს მონაწილე მეც ვყოფილვარ. ამიტომ, როგორც მინდოდა, მომქცეოდნენ მე, ზუსტად იმას გავაკეთებ ნოდიკოსთან ერთად. ეს ალბათ მეტ ძალას და ენერგიას მისცემს 10-ვე კონკურსანტს.

- კეთილი, მაგრამ აქვე რთული მისიაც გაქვთ.

ნოდიკო:

- ჩვენი ოთახიდან გადიან კონკურსანტები სცენაზე და რა განწყობასაც შევუქმნით, რა პოზიტივსაც გადავცემთ, იმ განწყობით უნდა გავიდნენ მაყურებლის, ჟიურის წინაშე. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამა თუ იმ კონკურსანტს აუდიტორიას როგორ წარადგენ და მიაწვდი.

მაკო:

- მონაწილეებზე „სთორებიც“ გავა, მაგრამ რეალურად მაყურებელს უნდა გავაცნოთ ისინი ოთახიდანაც, სხვა კუთხით დავანახოთ ისინი. ეს კონკურსი ამისთვისაცაა.

- ოდესმე ერთად თუ გიმუშავიათ და თუ ყოფილხართ ერთმანეთის პარტნიორები?

ნოდიკო:

- მე და მაკო ბევრი წელია, ვურთიერთობთ. შოუში ვმონაწილეობდით, პარტნიორები არ ვყოფილვართ, მაგრამ ერთად გვიმუშავია. ძალიან საყვარელი, პოზიტიური და მხიარული გოგოა.

მაკო:

- ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ნოდიკო იქნებოდა ჩემთან ერთად ოთახში. მისგან სულ ვგრძნობ ბევრ პოზიტივს. ძალიან მაგარი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ოთახი იყოს განსაკუთრებულად პოზიტიური. რომ მაყურებელი ელოდებოდეს ჩვენგან ამბავს და იმას, როდის გადმორთავს ჩვენს არხზე, რომ მის განწყობაზე ვიზრუნოთ.

"საქართველო 2008 წელს შემიყვარდა, როცა პირველად ჩამოვედი" - როგორ მოხვდა უკრაინელი მზარეული "მასტერშეფში" და რას აღმერთებს ქართული სამზარეულოდან

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი