ავტორი:

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

კანადაში ცხოვრების დროს, კანადელი გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის დაცვა 50 000 დოლარზე მეტით დაფინანსდა, ამის შესახებ ინფორმაციას dailyhive.com ავრცელებს.

გამოცემა კანადის გადასახადების გადამხდელთა ფედერაციის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტიც არსებობს.

აღსანიშნავია, რომ წყვილის კანადაში გადასვლისთანავე დიდი განხილვა მოჰყვა იმას, თუ ვინ იზრუნებდა მათ უსაფრთხოებაზე და ვინ გადაიხდიდა დაცვის ხარჯებს. კანადელებმა პეტიციაც კი შექმნეს, რომელსაც ხელს 100 000-მდე გადასახადების გადამხდელი აწერდა. პეტიციის ხელმომწერები მოითხოვდნენ, რომ მათი ჯიბიდან არ დაფინანსებულიყო ბრიტანელი სამეფო წყვილის დაცვა.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც. "კანადა არ გადაიხდის ჰარისა და მეგანის დაცვის თანხას“, - აცხადებდა ტრუდო ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში.

ოფიციალურად კი ახლა, თვეების შემდეგ გაირკვა, რომ წყვილის დაცვა ქვეყანას საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა.

ამბავმა კანადელების აღაშფოთა და გადასახადების გადამხდელთა ფედრაციაში ამბობენ, რომ ეს ყოვლად მიუღებელია.

"რატომ უნდა დაფინანსდნენ მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენლები ჩვენი ფულით. კარგია, რომ კანადაში აღარ ცხოვრობენ, თორემ ეს თანხა მალე მილიონი გახდებოდა“, - ამბობენ ფედერაციაში..

ჰარიმ და მეგან მარკლმა 2020 წლის ინავარში საზოგადოებას აცნობეს, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სტატუსსა და პრივილეგიებზე უარს ამბობდნენ და სურდათ, რომ დამოუკიდებლად ეცხოვრათ. მათი განცხადების თანახმად, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება უნდოდათ..

წყვილი იანვარში ბრიტანეთიდან საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, სადაც ორ თვეზე ცოტა მეტხანს დარჩნენ, რის შემდეგაც აშშ-ში, ნიუ-იორკში გადავიდნენ და დღემდე იქ რჩებიან. ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ ზრუნავს მათ დაცვაზე და ვინ უზრუნველყოფს ფინანსურად.

როგორ გამოიყურებიან და როგორ ცხოვრობენ სერიალ "გაქცევის" მთავარი გმირები ახლა (ფოტოები)

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს

"მზარეულობა ყოველდღიურ სწავლას ნიშნავს“ - "მასტერშეფის" მონაწილე, სერგო ოვჩარენკო კონკურსსა და კულინარიაზე