ავტორი:

რომელი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები არიან COVID-19-ის ნაკლები რისკის ქვეშ - ევროპელი მეცნიერების კვლევა

რომელი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები არიან COVID-19-ის ნაკლები რისკის ქვეშ - ევროპელი მეცნიერების კვლევა

ადამიანის სისხლის ჯგუფი და სხვა გენეტიკური ფაქტორები, შესაძლოა, განსაზღვრავდეს იმას, თუ რამდენად მარტივად, ან რთულად გადაიტანს COVID-19-ს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი“, ევროპელ მკვლევართა კვლევაზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, მკვლევარებმა შეისწავლეს თუ რატომ მიმდინარეობს ზოგიერთ პაციენტში COVID-19 უფრო რთულად, ხოლო ზოგიერთში მსუბუქად.

კვლევა The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად A ჯგუფის (მეორე ჯგუფი) სისხლის მქონე ადამიანები არიან ინფიცირების უფრო მეტი რისკის ქვეშ, მათ უვითარდებათ უფრო მწვავე სიმპტომები და დაავადება უფრო რთულად მიმდინარეობს.

ევროპაში ეპიდემიის პიკის დროს მკვლევარებმა გააანალიზეს 4 000-ზე მეტი პაციენტის გენები იმისთვის, რომ ეპოვათ, რა იყო კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის საერთო, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც კრიტიკულად მიიჩნეოდნენ.

ნორვეგიელმა, გერმანელმა და ბრიტანელმა მვლევარებმა იპოვეს კავშირი COVID-19-ის სიმძიმესა და ინფიცირებულის სისხლის ჯგუფს შორის.

კვლევის თანახმად, რისკი იმისა, რომ COVID-19 მწვავე ფორმას მიიღებს, 45%-ით მაღალია იმ პაციენტებში, რომლებსაც A ჯგუფის (მეორე ჯგუფი) სისხლი აქვთ, სხვა ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებთან შედარებით, გარდა O ჯგუფისა (პირველი ჯგუფი).

O ჯგუფის (პირველი ჯგუფი) სისხლი მქონე ადამიანები კი, სხვებთან შედარებით ნაკლები რისკის ქვეშ არიან. კვლევის მიხედვით, ამ ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში 35%-ით ნაკლებია შანსი იმისა, რომ ვირუსი გამწვავდეს (სხვა ჯგუფების სისხლის მქონე ადამიანებთან შედარებით).

მეცნიერთა თქმით, ეს კვლევა დაეხმარებათ, რომ ბიოლოგიურად უკეთესად შეისწავლონ COVID-19 და მომავალში უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს წინასწარ განსასაზღვრად, თუ რომელ ადამიანში შეიძლება მიიღოს მან მწვავე ფორმა.

შენიშვნა: განასხვავებენ სისხლის 4 მთავარი ჯგუფს: A, B, AB და O. მათი შესაბამისობა ციფრებთან ასეთია:

O - პირველი ჯგუფი

A - მეორე ჯგუფი

B - მესამე ჯგუფი

AB - მეოთხე ჯგუფი.

თითოეული ჯგუფი შეიძლება იყოს ან RhD პოზიტიური, ან RhD ნეგატიური.

კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია და მის სამკურნალოდ არ არსებობს მედიკამენტი და არც ვაქცინა. ამ დროისთვის, გლობალური მასშტაბით, ვირუსით 8.6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 455 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 4.5 მილიონი გამოჯანმრთელდა.

"საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში იარაღს თვითმფრინავებით კონტრაბანდული გზით გზავნიან" - რაზე ისაუბრა ალიევმა თურქულ ტელეკომპანიასთან

"სომხეთმა განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 12 ადამიანი" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო უწყება

"ამ დროისთვის "დექსამეტაზონი" ერთადერთი პრეპარატია, რომელიც კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის დროს ეფექტურია" - ჯანმოს დირექტორი