ავტორი:

ესთეტიკური გინეკოლოგია- ინტიმურ ზონაში პრობლემების გამოსწორების თანამედროვე მეთოდი

ესთეტიკური გინეკოლოგია- ინტიმურ ზონაში პრობლემების გამოსწორების თანამედროვე მეთოდი

დღეს მედიცინაში ეს ახალი მიმართულება იძენს განსაკუთრებულ პოპულარობას, რაც საშუალებას იძლევა მრავალი ქალის პრობლემების მოვაგვარებას მინიმალური ინვაზიური არაქირურგიული მეთოდების დახმარებით, მაგალითად, ლაზერული თერაპიით ან ინტიმური ადგილების შევსებით (ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული სპეციალური გელის შეყვანა ინტიმურ ზონაში).

მეტ ინფორმაციას ინოვაციებისა და ესთეტიკური გინეკოლოგიის ეფექტური მეთოდების შესახებ მოგაწვდით მეან-გინეკოლოგი, ესთეტიკური კლინიკა ‘ნეო-ნეოს’ დამფუძნებელი ეკატერინე დარასელია.

რა პრობლემების გადაჭრა შეუძლია ესთეტიკურ გინეკოლოგიას?

ესთეტიკური გინეკოლოგია საშუალებას იძლევა გადაჭრას ფართო სპექტრის პრობლემები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ქალი. ეს, უპირველეს ყოვლისა, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები და მათი შედეგებია, მაგალითად, სასქესო ბაგეების გადიდება, მოცულობის შემცირება, ასიმეტრია. მენოპაუზის დროს ქალმა შეიძლება იგრძნოს მომატებული დისკომფორტი საშოში სიმშრალის გამო, ქავილი. ესთეტიკური პროცედურები საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად მოაგვაროთ ეს და მრავალი პრობლემა ამბულატორიულად, გინეკოლოგის კაბინეტში.

დღეს შეგვიძლია შევცვალოთ სასქესო ბაგეების ზომა, მოვახდინოთ ინტიმური ადგილის კანის გაღიავება, გამოვიყენოთ ჰიალურონის მჟავის ინექციები, რათა გაძლიერდეს მგრძნობელობა სქესობრივი აქტის დროს, გადავჭრათ ანორგაზმიის პრობლემები ან მოვახდინოთ არასაკმარისად გამოხატული ორგაზმის (კლიტორის და ვაგინალურსი ჩათვლით) გაუმჯობესება, შევცვალოთ G წერტილის ზომის მოცულობა და ზოგადად შევძლოთ ქალის სექსუალური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ოპერაციის გარეშე.

ვინ განსაზღვრავს ამ პროცედურების ჩატარების მეთოდებს? რა ჩვენებები არსებობს?

ბუნებრივია, ინტიმური კონტურინგი, შემავსებლის შეყვანაან რაიმე სახის ქირურგიული კორექტირება ინიშნება მხოლოდ გინეკოლოგის მიერ.

ჩვენებებს რაც შეეხება, თითოეული შემთხვევა ძალზე ინდივიდუალურია, პირველ რიგში, ქალის უკმაყოფილება მისი სექსუალური ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებით ნამდვილად უნდა იყოს გინეკოლოგთან ვიზიტის მიზეზი.ჩვენებებს მიეკუთვნება სასქესო ორგანოების ვიზუალის და ესთეტიკის დარღვევა ან გარკვეული ფუნქციური პრობლემები (მაგალითად. შარდის შეუკავებლობა, და ა.შ.).

არ არსებობს მკვეთრი ჩვენებები, მაგალითად, ინტიმურ ადგილებში შემავსებლების გამოყენებისას. აქ, პირველ რიგში, ქალის სურვილები უფროა წინა პლანზე.

ჩვენი შესაძლებლობები ამ მხრივ გამოიხატება სქესობრივი კომპონენტის გაუმჯობესებაში (კლიტორის გადიდება, G წერტილის გაზრდა, სასქესო ბაგეების ზომების კორექტირება). ყველა ჩვენება და უკუჩვენება გინეკოლოგთან შეხვედრაზე განიხილება.

დღეს, ქირურგიული კორექტირების მეთოდები ასევე ფართოდ გამოიყენება, შესაძლებელია თუ არა, მაგალითად, ინტიმური ზონის ლიფტინგი და ვაგინალური პლასტიკური ქირურგია განიხილებოდეს როგორც ურთიერთშეცვლადი პროცედურები?

რაც შეეხება ქირურგიულ მეთოდებს, აქ მკაფიოდ უნდა გესმოდეთ, რომ არსებობს გარკვეული ჩვენებები, მაგალითად, საშოს კედლების გამოხატული მოდუნება, მშობიარობის შემდგომი ცვლილებებით გამოწვეული შარდის შეუკავებლობის მძიმე ხარისხი და ა.შ., სადაც შეუძლებელია მხოლოდ არაქირურგიული გზით პრობლემის მოგვარება. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის შემთხვევები, რომლებიც ადრე მხოლოდ ქირურგიულად გვარდებოდა, დღეს შეიძლება მოგვარდეს მინიმალური ინვაზიური გზით: ძაფების გამოყენებით, ინექციებით, ლაზერით. ამ დროს ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ თავად ქალის შეგრძნებებს, სურვილებს და ჩვენებებს, რის შედეგადაც შეირჩევა მეთოდი.

რამდენად ძვირადღირებულია პროცედურები ესთეტიკური გინეკოლოგიის სფეროში?

ქირურგიულ მკურნალობასთან შედარებით, ეს არ არის ძვირადღირებული პროცედურები. ფასები საკმაოდ გონივრულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ესთეტიკურ გინეკოლოგიაში, კოსმეტოლოგიისგან განსხვავებით, შემავსებლის ეფექტი უფრო დიდხანს გრძელდება. ესთეტიკური გინეკოლოგიის პროცედურები საშუალო ფასების კატეგორიას მიეკუთვნება და საკმაოდ ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისთვის.

ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა ესთეტიკურ გინეკოლოგიაში რომელია?

საშოს ლაზერული დავიწროება, გაახალგაზრდავება და გარეთა სასქესო ორგანოების პიგმენტაციის მოშორება, გაახალგაზრდავება.

საშოს ლაზერული დავიწროება არის უმტკივნეულო და უსაფრთხო ვაგინალური გაახალგაზრდავების პროცედურა, რომელიც ხორციელდება ლაზერული აპარატის გამოყენებით. ამ ინოვაციური პროცედურის მთავარი მიზანია ინტიმური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ამის შემდეგ ნაკლებად თვალსაჩინოა ასაკობრივი და ბუნებრივი ცვლილებები. ამ პროცედურას აქვს უამრავი დადებითი მიმოხილვა, რაც მიუთითებს მის ეფექტურობაზე.

რა მასალებს იყენებენ პროცედურების დროს?

გინეკოლოგიური პროცედურების დროს გამოიყენება ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული პროდუქტები, აღსანიშნავია, რომ ეს არ არის უბრალო კოსმეტოლოგიური ფილერები, არამედ გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც განკუთვნილია და რეგისტრირებულია სპეციალურად გინეკოლოგიის დარგში.

რამდენი ხანია ეფექტი პროცედურების შემდეგ? არსებობს რაიმე შეზღუდვები?

პროცედურების ეფექტი ნარჩუნდება 9-დან 12 თვემდე. რაც შეეხება შეზღუდვებს, მკაფიო შეზღუდვები არ არსებობს. ერთადერთი, როდესაც G ზონის დამუშავება ხდება გირჩევთ თავი შეიკავოთ სექსუალური აქტივობისგან რამდენიმე დღის განმავლობაში (3-5). თუ ვსაუბრობთ ქირურგიულ ჩარევებზე, მაშინ, რა თქმა უნდა, შეზღუდვები გაცილებით მკაცრი და გრძელვადიანი იქნება, გამოხატული როგორც სექსუალური აქტივობისგან თავის შკავებაში, ასევე ფიზიკურ დატვირთვაში.

შესაძლებელია თუ არა მსგავსი პროცედურების გავლა ქალებისთვის, რომლებთაც არ უმშობიარებიათ?რა მიზნით?

არანაირი უკუჩვენება მაგ მხრივ არ არსებობს ქალებისთვის. ეს პროცედურები არ ახდენს გავლენას რეპროდუქციული ფუნქციაზე, არ ასრებობს არანაირი უარყოფითი შედეგები არამშობიარე ქალისთის. ინექციები ან ინტიმური კონტურის პლასტიკა საკმაოდ უსაფრთხოა. და თუ ქალი, რომელსაც ჯერ კიდევ არ უმშობიარია, აქვს პრობლემები სექსუალური ცხოვრების, სექსუალური კმაყოფილების გამო, მაშინ აუცილებელია სპეციალისტთან წასვლა.

დღეს, ახალგაზრდა გოგონებიც კი შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიცაა შარდის შეუკავებლობა, და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დისკომფორტის მოთმინება არ არის საჭირო - არსებობს ჰიალურონის მჟავის ინექცია, რაც ამ პრობლემის მოგვარებას ერთ პროცდურაში ახერხებს.

როგორ იცვლება სექსუალური ცხოვრება?

თუ ქალის უკმაყოფილება გამოწვეული იყო ინტიმური ზონის ესთეტიკურითვალსაზრისით, მაშინ, რა თქმა უნდა, შემავსებლების, ლაზერული ტექნიკის და მრავალი სხვა პროცედურის დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია არამხოლოდ გავაუმჯობესოთ სექსუალური ცხოვრება, არამედ ქალს შევძინოთ მეტი თავდაჯერება.

და მაინც, ესთეტიკური გინეკოლოგია არის მოდის ტენდენცია თუ აუცილებელი კომპონენტი ქალის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

ესთეტიკური გინეკოლოგია სრულიად აუცილებელია თანამედროვე, სრულფასოვანი და თავდაჯერებული ქალისთვის. დაუშვებელია და არასწორია საკუთარი თავის გარეგნობასა და თქვენს შინაგან მდგომარეობას ყურადღება არ მივაქციოთ.ზოგჯერ ქალი ყურადღებას არ აქცევს საკუთარ ასაკს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ჰორმონალური სტატუსი ყოველთვის არ შეესაბამება ჩვენს გარეგნობას და იმისთვის, რომ თავი ახალგაზრდულად იგრძნოთ და მაქსიმალურად ისიამოვნოთ ცხოვრებით, ქალმა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიცაა ინტიმური ზონის ესთეტიკა და ჯანმრთელობა.

რას ნიშნავს დაბალანსებული კვება ძაღლისთვის და როგორ უნდა შევადგინოთ სწორი რაციონი მისთვის

სად შევიძინოთ სმარტფონი საუკეთესო ფასად - რჩევები, რომელიც ტელეფონის შერჩევაში დაგეხმარებათ

კრიზისი და თქვენი ტვინი