ავტორი:

საქართველოს ტერიტორიას რუსეთიდან COVID-19-ით გარდაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ - "პალიტრანიუსის" ექსკლუზივი

საქართველოს ტერიტორიას რუსეთიდან COVID-19-ით გარდაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ - "პალიტრანიუსის" ექსკლუზივი

საქართველოს ტერიტორიას კოვიდინფექციით გარდაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ. ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ექსკლუზიურ ვიდეომასალას ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" ავრცელებს.

მათი ცნობით, პანდემიის გამო რუსეთის ტერიტორიაზე გარდაცვლილი სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეების საკუთარ ქვეყანაში გადასვენება საქართველოში არსებული დამკრძალავი ბიუროების საშუალებით ხდება.

ერთ-ერთი ასეთი კერძო დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი ზურა ახალკაცი ამბობს, რომ რუსეთიდან საკუთარ ქვეყანაში ძირითადად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების გადასვენება ხდება.

"იქიდან გამომდინარე, რომ საავიაციო მიმოსვლა დაკეტილია და სახმელეთო გზა აზერბაიჯანსა და სომხეთს აქვთ ჩვენი გავლით, ხდება საზღვარზე, ყაზბეგში შეხვედრა, მიცვალებულის კატაფალკაზე გადმოსვენება და შესაბამისად, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის, იმ ქვეყნის საზღვრამდე მიყვანა.

იქ გვხვდება ჭირისუფალი, ან დამკრძალავი ბიურო, რომელიც გარდაცვლილის დანიშნულების ადგილზე გადასვენებას უზრუნველყოფს. ძირითადად ხდება სომხეთის მოქალაქეების გადმოსვენება, რადგან რუსეთში ისინი ბევრნი არიან. ასევე იყო რამდენიმე აზერბაიჯანის მოქალაქეც..." - აცხადებს "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმთან" საუბრისას ერთ-ერთი კერძო დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი ზურა ახალკაცი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აქვთ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ დამკრძალავ ბიურო "ჰერმესში".

"რუსეთიდან ჩამოუსვენებიათ ლარსის საზღვარზე და იქიდან მომსახურება გაუწევია ქართულ კერძო დამკრძალავ ბიუროს... ყოფილან სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები. ყველაფერი კეთდება პროტოკოლის დაცვით" - აღნიშნავს "ჰერმესის" დირექტორი.

"ორ-სამ კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ორი იმედისმომცემი საშუალება: "რემდესევირი" და მონოკლონური ანტისხეულები" - თენგიზ ცერცვაძე

"გადადგომის შესაძლებლობას განვიხილავდი, მაგრამ არ განმიცხადებია, ჩემთვის ვფიქრობდი" - თენგიზ ცერცვაძე

სად დასაქმდებიან DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომელსაც რეგიონში პირველად BTU განახორციელებს