ავტორი:

"ერთი სატვირთოს მძღოლია, 2 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე

"ერთი სატვირთოს მძღოლია, 2 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი პირი სატვირთოს მძღოლია და ეს შემთხვევა სხვა ქვეყნიდან შემოტანილად ითვლება, ხოლო ორი - ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება.

მისივე განცხადებით, დღეს "კოვიდ19"-სგან 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

"მხოლოდ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და დღეს 898 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დაემატა 11 გამოჯანმრთელებული და ახლა გვყავს 752. დღევანდელ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, 132 პაციენტი მკურნალობს კოვიდის ცენტრებში.

ახალი სამი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება, ხოლო ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი - ერთი ბოლნისი და ერთი მარნეული,"- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას ინფორმაციით, ცენტრში ამჟამად 21 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, რამდენიმეს მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

"რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ჩვენ გუშინ ახალი დადასტურებული შემთხვევა არ მიგვიღია. მხოლოდ ერთი შესაძლო შემთხვევა გვაქვს, რომლის კვლევაც დღეს ჩატარდება. ამ ეტაპზე გვყავს “კოვიდ19”-ით ინფიცირებული 21 პაციენტი. ამ ეტაპზე ჩვენ მძიმე პაციენტი არ გვყავს, რამდენიმე მათგანია საშუალოზე მძიმე მდგომარეობით, დანარჩენები საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან," - განაცხადა ეზუგბაიამ.

რა ეტაპზეა გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები - "შეიქმნა საველე შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს"

"რთულია ამ წუთას აქ დგომა... ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა" - მაკო გომურის ემოციური მიმართვა აქციაზე

"შევხვდებით არჩევნებზე" - რუსთაველის გამზირზე აქცია ჰიმნით დასრულდა დასრულდა