ავტორი:

თბილისში 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ - "საგურამოში დაბადების დღეზე იყო და შემდეგ მისი კვალი გაქრა"

თბილისში 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ - "საგურამოში დაბადების დღეზე იყო და შემდეგ მისი კვალი გაქრა"

ოჯახის წევრები და ახლობლები 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ბოლოს საგურამოს ტერიტორიაზე შენიშნეს და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა.

"გიოს კვალი ქრება მცხეთა - საგურამოს ტერიტორიაზე. ორი დღეა მიმდინარეობს ძებნა. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია, გთხოვთ დამეკონტაქტეთ ვერ ვპოულობთ" - წერს სოციალურ ქსელში მისი ახლობელი ანი შაქარაშვილი.

როგორც AMBEBI.GE-სთან დაკარგული ახალგაზრდას ახლობლები ყვებიან, ის საგურამოში დაბადების დღეზე იყო და მას შემდეგ აღარავის უნახავს. როგორც ისინი ამბობენ, გიორგი შაქარაშვილს არანაირი პირადი და ფინანსური პრობლემები არ ჰქონია. მათ პოლიციას უკვე მიმართეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებენ.

"19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი" - განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელია. იგი "საბურთალოს გუნდში" თამაშობს.

სროლა გურჯაანში - გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა, ერთი კი მძიმედ არის დაჭრილი

"ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17 პირს პატიმრობა შეეფარდა