ავტორი:

"ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი

"ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია და ისეთ ადამიანებს რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები, უწევთ იმის მტკიცება, რომ მათ ამ ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ", - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების საკითხს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ, ვინაიდან არ აქვთ მოლოდინი, რომ საქართველოს სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას შეცვლის.

"მოსამართლეს ხმას უკანკალებდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მასზე შესაძლოა განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგვარი ზემოქმედება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია და ისეთ ადამიანებს,რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები უწევთ იმის მტკიცება,რომ მათ ამ ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.

რა თქმა უნდა, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ მათ შორის ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში და დარწმუნებული ვართ, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს. მე არ მაქვს იმედი, რომ თბილისის სააპელაციო კოლეგია იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. საზოგადოებისა და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო და სამარცხვინოა ასეთ მოსამართლეებს,რომ ვხედავთ“, -განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.

რა დაადგინა გამოძიებამ "მთავარი არხის" სიუჟეტთან დაკავშირებით - " აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული უსწორო თარგმანით"

შალვა გოგოლაძეს, რომელმაც 24 წლის გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

"გარდაცვალების მიზეზის დადგენა არ არის პრობლემა" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე მაია ნიკოლეიშვილი და რა დრო სჭირდება ექსპერტიზის დასკვნას საქართველოში