ავტორი:

პუტინის გამოსახულებიანი სტიკერები ასფალტზე, დისტანციის დასაცავად - რა ხდება რუსთაველზე, სადაც მალე აქცია დაიწყება

პუტინის გამოსახულებიანი სტიკერები ასფალტზე, დისტანციის დასაცავად - რა ხდება რუსთაველზე, სადაც მალე აქცია დაიწყება

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. პარლამენტის წინ, სადაც დღეს 2019 წლის 20 ივნისის გასვლიდან 1 წლის თავზე სიმბოლური აქცია გაიმართება, მზადების პროცესი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სცენას სიტყვით გამომსვლელებისთვის ამზადებენ.

ამასთან, აქტივისტები ტერიტორიაზე სპეციალურ სტიკერებს აკრავენ, იმისათვის, რომ აქციაში მონაწილეებმა სოციალური დისტანცირების წესი დაიცვან. სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია.

აქტივისტების განმარტებით, აქციაზე ყოფნისას სავალდებულოა პირბადის გამოყენება. ადგილზე მათ მიტანილი აქვთ სადეზინფექციო საშუალებები. პარლამენტის წინ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

აქცია "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" 19:00 საათზე გაიმართება.

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ოპოზიციის გეგმები; მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"