ავტორი:

"შევაჭრათ და დავახუროთ... უნდა გამოვათრიოთ ეგ ღორი" - როგორ დაგეგმეს 1 წლის წინ "ევროპული საქართველოს" წევრებმა გავრილოვის გამოსვლისას პარლამენტში შეჭრა

"შევაჭრათ და დავახუროთ... უნდა გამოვათრიოთ ეგ ღორი" - როგორ დაგეგმეს 1 წლის წინ "ევროპული საქართველოს" წევრებმა გავრილოვის გამოსვლისას პარლამენტში შეჭრა

როგორ დაგეგმეს ერთი წლის წინ საქართველოს პარლამენტში შეჭრა, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, "ევროპული საქართველოს" წევრებმა? პარტიის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" შიდა "ჩატის" მიმიწერები ყვეყნდება:

"2019 წლის 20 ივნისს "ევროპული საქართველოს" წევრების მიმოწერა შიდა ჩატში, რასაც მოჰყვა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გავრილოვის გაგდება", - აღნიშნულია პარტიის პოსტში.

შეგახსენებთ, 2019 წელს ივნისში საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესია ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, ვისმა ხილვამაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მასშტაბური საპროტესტო ტალღა და აქციები გამოიწვია.

სხდომის დაწყებიდან დაახლოებით, საათნახევარში, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა პროტესტი პარლამენტშივე გამოხატეს. ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი, სერგო რატიანი და ოთარ კახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სპიკერატში ავიდნენ და ხანმოკლე შესვენების დროს განაცხადეს, რომ სერგეი გავრილოვს სასესიო დარბაზში დარბუნების საშუალებას არ მისცემდნენ და გავრილოვის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენას „სირცხვილი“ უწოდეს.

საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისშიც. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ.

აქციის მონაწილეების დასაშლელად ჩაერთო სპეცრაზმი, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავდა აქციის ათეულობით მონაწილე, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 21 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"უგულავა ცდილობს ურთიერთობა სააკაშვილთან დაალაგოს" - რისთვის ჩაფრინდა კიევში უგულავა და ბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში"?

ვინ მიდის და ვინ რჩება "ევროპული საქართველოში" - პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა გადაწყვეტილებები გაახმოვანეს