ავტორი:

იტალიის ზღაპრულად ლამაზ ქალაქში, რომელსაც კორონავირუსი არ შეხებია, სახლებს 1 ევროდ იყიდით

იტალიის ზღაპრულად ლამაზ ქალაქში, რომელსაც კორონავირუსი არ შეხებია, სახლებს 1 ევროდ იყიდით

ბოლო ერთი წლის განმავლობაში იტალიის არაერთმა პატარა ქალაქმა გადარჩენისა და სრული დაცარიელებისგან თავის დაღწევის მიზნით უცნაური და დაუჯერებელი კამპანია წამოიწყო - სხვადასხვა კრიტერიუმების მიუხედავად ისინი სახლებს მხოლოდ და მხოლოდ 1 დოლარად ყიდიან!

მათ შორის ერთ-ერთი იტალიის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პატარა და ულამაზესი ქალაქი ჩინკუფრონდია, რომლის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება.

ადგილობრივები ახლა იმითიც იწონებენ თავს, რომ მსოფლიო პანდემია მათ არ შეხებიათ და იმედი აქვთ, რომ კორონავირუსისგან თავისუფალი დასახლების სტატუსი, ასევე იაფი უძრავი ქონება, ახალ მაცხოვრებლებს შეჰმატებთ და პატარა ქალაქს დაცარიელებისგან გადაარჩენენ.

ქალაქი ძვ. წ. მე-7 საუკუნეში ბერძნებმა დააარსეს და მისი სახელწოდება ითარგმნება როგორც „5 სოფელი“.

საუკუნეთა განმავლობაში ქალაქში ათასობით ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან მისმა მოსახლეობამ გადაწყვიტა საცხოვრებლად დიდ ქალაქებში გადასულიყო, რის შედეგადაც ქალაქი სრული გაქრობის წინაშე აღმოჩნდა.

ქალაქის მერი მიკელე კონია აღნიშნავს, რომ ჩინკუფრონდის საუცხოო მდებარეობა აქვს. ქალაქის გარშემო ულამაზესი ეროვნული პარკი და მდინარეა, ხმელთაშუა ზღვა კი სულ რაღაც 15 წუთის სავალზეა. ამასთან ქალაქში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი უძველესი ისტორიული შენობაა.

"ძალიან ძნელია უყურო როგორ კვდება დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ქალაქი. მისი სრული განადგურებისგან გადასარჩენად დაუჯერებელი და გასაკვირი პროექტი წამოვიწყეთ“- აცხადებს მერი.

მისი თქმით, მსურველებს სახლის შეძენა მხოლოდ და მხოლოდ 1 დოლარად შეუძლიათ და მათ არანაირი დეპოზიტის გადახდა არ მოუწევთ, როგორც ეს იტალიის სხვა ქალაქებში ხდება განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

Pfizer-ი და BioNTech-ი აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 12-დან 15 წლამდე პირებში უსაფრთხო და 100%-ით ეფექტიანია

"უკრაინული მხარე შესაძლოა, ამა თუ იმ გზით პროვოკაციულ ქმედებებზე წავიდეს, რაც ომს გამოიწვევს" - დიმიტრი პესკოვი ხელახალ კონფლიქტზე საუბრობს

იტალიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა - მედიის ცნობით, საქმე სავარაუდოდ, ჯაშუშურ საქმიანობას ეხება