კომპანია "ჰიუნდაი" მოსკოვის ავტოსალონზე ახალ, სპეციალურად რუსული ბაზრისთვის შემუშავებულ ავტომობილს წარადგენს. მანქანის წარმოება, რომლის სახელსაც არ ამხელენ, 2011 წლის იანვარში, სანქტ-პეტერბურგში მდებარე "ჰიუნდაის" ქარხანაში დაიწყება.
ადრე იუწყებოდნენ, რომ "ჰიუნდაი ვერნას" ბაზაზე აგებული სიახლე ძარას ორი ვარიანტით გამოვიდოდა - სედანი და 5-კარიანი ჰეჩბეკი. მოტორების ხაზში შევა 2 ბენზინის აგრეგატი - 1,4-ლიტრიანი, 109 ცხძ-იანი და 1,6-ლიტრიანი, 122 ცხძ-იანი ძრავები. ორივე მათგანი იმუშავებს როგორც სიჩქარის გადაცემათა 5-საფეხურიანი "მექანიკით", ასევე 4-საფეხურიანი ავტომატით. მანქანას მყიდველებს სხვადასხვა კომპლექტაციით შესთავაზებენ - "ბიუჯეტურიდან - კარგად აღჭურვილამდე".
უკანასკნელი, უსაფრთხოების 6 ბალიშით დაკომპლექტდება. ოპციის სახით ხელმისაწვდომი იქნება კლიმატ-კონტროლის სისტემა, სარკეების გამათბობელი და სავარძლები, აგრეთვე საჭიდან მართვის სისტემით აღჭურვილი მაგნიტოლა. ივნისის ბოლოს "ჰიუნდაიმ" აღნიშნული მოდელის სახელწოდების გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა და პრომოსაიტზე მომხმარებლებს ხუთი ვარიანტიდან ერთ-ერთის ამორჩევისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა მისცა. ეს სახელწოდებებია: i25, Solaris, Spirit, iD და Axis.
მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი დასრულებულია, "ჰიუნდაი" კვლავაც თავს იკავებს ავტომობილის სახელის გამხელისგან. მოსკოვის ავტოშოუ 27 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ჩატარდება.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)