ავტორი:

სამართლებრივად რას ნიშნავს „უღირსი მემკვიდრე“ და რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად?

სამართლებრივად რას ნიშნავს „უღირსი მემკვიდრე“ და რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად?

მემკვიდრეობის მიღების საკითხს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს, თუმცა ხშირად, თავად მემკვიდრეებს უჭირთ სამართლებრივ დეტალებში გარკვევა, რაც გაუგებრობის მიზეზი ხდება.

არსებობს გარკვეული ვადები და პროცედურები, რაც მემკვიდრეობის მისაღებად აუცილებლად უნდა შესრულდეს. ასევე, კანონი ადგენს 5 რიგის მემკვიდრეს და დავის შემთხვევაში, პროცესში სასამართლოც შეიძლება ჩაერთოს.

რა შემთხვევაში შეიძლება მოგვანიჭოს სასამართლომ „უღირსი მემკვიდრის“ სტატუსი და რა პროცედურები უნდა გავიაროთ მემკვიდრეობის მისაღებად, ამის შესახებ დეტალურად საკითხის სპეციალისტს, იურიდიული კომპანია OK&CG-ს დირექტორს ადვოკატს დავით მუმლაძეს ვესაუბრეთ:

მემკვიდრეობის მიღების საკითხებში მოქალაქეების ნაწილი გათვიცნობიერებული არ არის, ამიტომ როცა ფაქტის წინაშე დადგებიან, უჭირთ ზომების სწორად მიღება. რა აუცილებელ ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ მემკვიდრეობის მიღების შესახებ?

პირის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო ქონების გადასვლა მემკვიდრეებზე არ ხდება ავტომატურ რეჟიმში და სამკვიდროს მისაღებად აუცილებელია მემკიდრეებმა განახორციელონ გარკვეული მოქმედებები.მემკვიდრე რომელსაც სამკვიდროს მიღების ინტერესი გააჩნია ვალდებულია მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს მიღების თაობაზე მიმართოს ნოტარიუსს ან ფაქტობრივად შეუდგეს სამკვიდროს ფლობას, ეს იქნება მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი თუ მოძრავი ქონება.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება ხორციელდება არამხოლოდ აქტივის ფარგლებში, არამედ, ვალდებულების ნაწილშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრეს ქონებასთან ერთად შესაძლოა ვალდებულებებიც გადაეცეს, შესაბამისად, ვიდრე მემკვიდრე მიიღებს სამკვიდროს, აუცილებელია, გაირკვეს ჰქონდა თუ არა რაიმე სახის ვალდებულებები მამკვიდრებელს სიკვდილის დროისათვის, ვინაიდან შესაძლებელიამიღებული აქტივი იყოს იმაზე გაცილებით დაბალი ღირებულებების, ვიდრე შესასრულებელი ვალდებულების მოცულობადა აზრი დაეკარგოს მეკვიდრეობის მიღებას.

უნდა აღინიშნოს, რომ მამკვიდრებლის ვალებზე მემკვიდრე მხოლოდ იმ მოცულობითაა პასუხისმგებელი, რა ფარგლებშიც მან მიიღო აქტივი ანუ მაგალითად, თუ მემკვიდრემ მიიღო 100 ლარის ღირებულების ქონება, ის პასუხისმგებელი იქნება მამკვიდრებლის ვალებზე მხოლოდ ამ თანხის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ მამკვიდრებელს შესაძლოა გაცილებით მეტი ვალდებულება ჰქონდეს შესასრულებელი მესამე პირებთან.

საინტერესოა, კანონის მიხედვით განსაზღვრულია თუ არა მემკვიდრეები სქესის მიხედვით?

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ სქესის და ასაკის ფაქტორს მნიშვნელობა ენიჭება სამკვიდროს მიღების ეტაპზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

სამოქალაქო კოდექსი არ ახდენს მემკვიდრეთა დიფერენცირებას სქესის ან თუნდაც ასაკის მიხედვით და სამკვიდროს მიღების საკითხი წყდება მემკვიდრეთა რიგითობის მიხედვით ნათესაური კავშირიდან გამომდინარე.

თუ მამკვიდრებელმა გარდაცვალებამდე ანდერძის შედგენა ვერ მოასწრო, ამ შემთხვევაში როგორ მიიღებენ მემკვიდრეები მის მფლობელობაში არსებულ ქონებას?

თუ ანდერძი არ არსებობს, მამკვიდრებლის ქონების განაწილება ხდება კანონით მემკვიდრეებზე, იმ რიგითობის მიხედვით, რაც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილი პირის მშობლები, მეუღლე, შვილები და ასევე გარდაცვლილის შვილიშვილები თუსამკვიდროსგახსნისდროისათვისცოცხალიაღარარისმათიმშობელი, შესაბამისად, თუ ჩვენ სახეზე გვყავს აღნიშნული პირები, მათზე თანაბარ წილად მოხდება მამკვიდრების ქონების გადასვლა და ყველა მემკვიდრე ისარგებლებს თანაბარი წილის უფლებით.

მაგალითად, თუ მამკვიდრებელმა მხოლოდ ერთ შვილს მიანიჭა ქონებაზე უფლება, აქვს თუ არა მეორეს წილის მოთხოვნის უფლება? რა შემთხვევაში?

მიუხედავად იმისა, რომ მამკვიდრებელმა მთელი თავისი ქონება შესაძლოა, უანდერძოს სრულად ერთ შვილს ან თუნდაც სამკვიდრო წრის გარეთ ნებისმიერ პირს, პირველი რიგის მემკვიდრეებს ეკუთვნით სავალდებულო წილი ანდერძის მიუხედავად. სავალდებულო წილი კი არის იმ წილის ნახევარი, რომელსაც პირველი რიგის მიმეკვიდრე მიიღებდა, მამკვიდრებელს ანდერძის, რომ არ შეედგინა. მაგალითად, თუ მამკვიდრებელს ჰყავს ორი შვილი, ანდერძის არ არსებობის პირობებში ორივე მემკვიდრე თანაბრად მიიღებს სამკვიდროს თითოეული ½ წილს, ხოლო ანდერძის არსებობის შემთხვევაში მოხდება ამ წილის განახევრება და ¼-მდე დაყვანა მთლიანი აქტივიდან. წილთა გადანაწილება ხდება ამ პრინციპის დაცვით და მემკვიდრეთა რაოდენობა განაპირობებს მისაღები სამკვიდროს მოცულობას.

რა შემთხვევაში ხდება მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა და როგორშეიძლება დაიკარგოს მემკვიდრეობაზე უფლება?

გარდაცვლილი პირის ქონების გადასვლა მემკვიდრეებზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით.

როგორც, კანონით, ისევე ანდერძით მემკვიდრეს მემკვიდრეობის უფლება შესაძლოა ჩამოერთვას სასამართლო გადაწყვეტილებით იმ საფუძვლით, რომ ეს კონკრეტული მოქმედებდა მამკვიდრებლის ინტერესების საზიანოდ, ხელს უშლიდა მას სამკვიდროს განაწილების პროცესში თავისუფალი ნების გამოვლენაში და ამ გზით ცდილობდა თავისი ან ახლობელი პირების სამკვიდრო ქონების გაზრდას.

ასეთ მემკვიდრეს ეწოდება „უღირსი მემკვიდრე“ და „უღირსი მემკვიდრის“ საკითხი აუცილებლად უნდა იყოს დადასტურებული სასამართლო გადაწყვეტილებით.

როდესაც საკითხი ეხება ანდერძის მემკვიდრეობას მოანდერძეს შეუძლია ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს და იგი არ არის ვალდებულიმმიუთითოს ამის მოტივზე.

სამკვიდროს მიღებისთვის დაწესებულია ორი ალტერნატიული პირობა 1. ნოტარიუსისთვის სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადებით მიმართვა. 2. სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება. სამკვიდროს მისაღებად ორივე პირობის შესრულება ერთდროულად სავალდებულო არ არის და ერთ ერთი პირობის შესრულება საკმარისია იმისთვის, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო მიღებულად ჩაეთვალოს, თუმცა არცერთის დაუცველობამ შესაძლოამემკვიდრეს სამკვიდროს მიღების უფლება დაუკარგოს.

სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რაც ასევე იწვევს მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას და ეს პროცესი შეუქცევადია.

რას ნიშნავს პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები? რა როლს თამაშობენ ისინი მემკვიდრეობის განაწილების საკითხში?

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ჩვენ განსაზღვრული გვაქვს 5 რიგის კანონით მემკვიდრეები და ყოველი წინა რიგის მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ სახეზე გვყავს პირველი რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრე, მეორე, მესამე ან შემდეგი რიგის მემკვიდრეებს უფლება არ აქვთ, მიიღონ მამკვიდრებლის დანაშთი ქონება.

თუ მამკვიდრებელს არცერთი რიგის მემკვიდრე არ ჰყავს, რა ბედი ეწევა მის ქონებას?

თუ მამკვიდრებელს არ ჰყავდა არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე, მისი ქონება რჩება სახელმწიფოს.

რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციის სახით და რა შემთხვევაში?

გაგრილების მომავალი

ყველაფერი დერმატიტების შესახებ - სამი პრობლემის ერთი გადაწყვეტა