ავტორი:

"გავერკვიეთ გარემოებაში... მგონია, ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი" - რას ყვება გიორგი შაქარაშვილის ბიძა და რა მოხდა საბედისწერო წვეულებაზე

"გავერკვიეთ გარემოებაში... მგონია, ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი" - რას ყვება გიორგი შაქარაშვილის ბიძა და რა მოხდა საბედისწერო წვეულებაზე

მცხეთაში დაკარგული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, ის, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტის შედეგად შეიძლებოდა რაიმე ფატალური შედეგი ყოფილიყო, ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები ალბათობით განიხილება.

როგორც გიორგი შაქარაშვილის ბიძამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქმეში მონაწილე პირების ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია და ცუდი ვერსიის სასარგებლოდ უფრო ნაკლები მტკიცებულება არსებობს.

,,მოგეხსენებათ, ისევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით რაიმე რეალური შედეგი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია. მე ვფიქრობ, რომ ცუდი ვერსიის სასარგებლოდ უფრო ნაკლები მტკიცებულება უნდა არსებობდეს, ვიდრე კარგის. ეს არ არის ჩემი სუბიექტური აზრი, ჩვენ ვნახეთ შემთხვევის ადგილიც, გავერკვიეთ გარკვეულ გარემოებაში და მგონია, რომ ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი. იმედი მაქვს, მალე ვნახავთ. ვერსიის სახით გაჟღერდა, რომ კონფლიქტური ვითარება იყო, თუმცა ის, რომ კონფლიქტის შედეგად შეიძლებოდა რაიმე შედეგი ყოფილიყო, ყველაზე ნაკლები ალბათობით იხილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქმეში მონაწილე პირთა ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია, თუმცა ფაქტებიდან გამომდინარე, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანების დაკითხვა კიდევ გახდეს საინტერესო. გიორგი და მისი მეგობარი მივიდნენ რამდენიმე საათის დაგვიანებით და იქ უკვე ქეიფობდნენ ბავშვები, თუმცა კონფლიქტი მოხდა თუ არა, ეს არ ვიცი,” - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, მზია ქასრაშვილი ადასტურებს, რომ წვეულებაზე, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი და გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდნენ, ჩხუბი მოხდა.

როგორც მზია ქასრაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ახსოვს გიორგი შაქარაშვილმა ჩხუბში მონაწილეობა მიიღო თუ არა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და შაქარაშვილი ერთმანეთს არ იცნობდნენ და პირველად იმ წვეულებაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

„ერთ-ერთ გოგონას დაბადების დღე ჰქონდა და მან კერძო, ნაქირავებ სახლში, დაახლოებით, 35-40 კაცი დაპატიჟა. მათგან ზოგი ერთმანეთს იცნობდა, ზოგი - არა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა რამდენიმე ადამიანი საერთოდ პირველად ნახა. როგორც ის ამბობს, ადამიანები, რომლებიც მას იქ დახვდნენ როცა მივიდა, მთვრალები იყვნენ. ის დაახლოებით 5-10 კაცთან ერთად მივიდა. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნავს, მხიარულობის პროცესში მათ გარედან ჩხუბის ხმა გაიგონეს და გარეთ გავიდნენ. რატომ მოხდა ეს კონფლიქტი და ვის შორის მოხდა, ჩვენ არ ვიცით. ამის შემდგომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად წვეულებაზე მისული პირები წამოვიდნენ. ჩხუბი მორჩენილი იყო. შემდეგ მეორე მანქანა მისულა და ამ ავტომობილიდან გადმოსულმა პირებმა იქ დარჩენილი ბიჭები სცემეს. ვინ არიან მეორე მანქანით მისული პირები, რა შურისძიების წყურვილი ჰქონდათ ან რა გარჩევა იყო, როდესაც მივიდნენ, არ ვიცი. როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვკითხე, ჩხუბის დროს იყო თუ არა იქ გიორგი, მან მიპასუხა, რომ მისი თვალთახედვის არეში შაქარაშვილი არ მოხვედრილა“, - აცხადებს მზია ქასრაშვილი.

ქასრაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმის სახით არის დაკითხული და ისინი გამოძებასთან თანამშრომლობას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

"გიორგის თავის ქალა აქვს ჩამტვრეული..." - რა დეტალებზე საუბრობს ოჯახის ახლობელი და ვინ დარეკა შემთხვევის ადგილიდან 112-ში

ნოდარ მელაძე სუს-ში დაიბარეს

ორი წლის შემდეგ დაკავებული დამნაშავე - პოლიციელს, რომელმაც ავარიით 20 წლის ქეთი მითაგვარიას სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა