ავტორი:

"კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება" - სახალხო დამცველი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

"კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება" - სახალხო დამცველი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს ყველას, ვისაც საქმესთან გარკვეული შემხებლობა აქვს:

"ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი... ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება.

მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან" - წერს ნინო ლომჯარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

19 წლის გიორგი შაქარაშვილს მაშველები 19 ივნისიდან ეძებდნენ. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა მისი ცხედარი წყალში იპოვეს.

ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ცნობილია, რომ ფეხბურთელი წვეულებაზე მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც ჩხუბი მოხდა.

როგორ გამოიყურება სოფო ნიჟარაძე შვილის გაჩენის შემდეგ - ახალი ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"

"მადლობა მთელ საქართველოს გვერდში დგომისათვის" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და "ფეისბუქზე"

ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავ მანქანას ხე დაეცა - რა ფოტოებს აქვეყნებს "პარტიზანული მებაღეობა"