ავტორი:

ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელმაც ლატარიაში 4 მლნ მეორედ მოიგო - "წარმატება ხურდა ფულმა მომიტანა, რომელიც მამამ 10 წლის წინ მაჩუქა“

ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელმაც ლატარიაში 4 მლნ მეორედ მოიგო - "წარმატება ხურდა ფულმა მომიტანა, რომელიც მამამ 10 წლის წინ მაჩუქა“

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 50 წლის მიჩიგანელი მარკ კლარკი დედამიწაზე ყველაზე იღბლიანი ადამიანია. მან ბოლო სამ წელიწადში ლატარიაში ჯეკ-პოტი უკვე მეორედ მოიგო.

როგორც nbc25news წერს, კლარკი 4 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა, თუმცა მილიონერთა კლუბს ის პირველად 2017 წელს შეუერთდა და მაშინაც 4 მილიონი დოლარი მოიგო.

"შენ არ ფიქრობ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოიგებ მილიონს და არასოდეს გაიფიქრებ, რომ ეს შეიძლება მეორედაც მოხდეს. ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია“, - ამბობს კლარკი.

მედიასთან იხსენებს, რომ ბილეთი მამის მიერ 10 წლის წინ მიცემული ხურდა ფულით იყიდა და იღბალსაც ამ ფაქტს უკავშირებს.

"ლატარიის ბილეთი იმ ხურდა ფულით ვიყიდე, რომელიც მამამ დაახლოებით 10 წლის წინ მომცა. ჩვენ ის ერთი წლის წინ დავკარგეთ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გარდაიცვალა, მე ვერ შევძელი დავხმარებოდი, მაგრამ შესაძლოა, ფული, რომელიც მან მომცა, იღბლიანი იყო და დამეხმარა მოგებაში.

როდესაც მილიონი პირველად მოვიგე, მუშაობას თავი დავანებე. ძირითადად ვთევზაობდი. მე და მამა ხშირად ვთევზაობდით ერთად და ძალიან კარგი მოგონებები მაქვს, ახლა ეს თანხა დამეხმარება, რომ არ ვიმუშაო, ვითევზაო და დრო ჩემს ვაჟსა და ოჯახთან ერთად ბედნიერად გავატარო. ცხოვრებაში ბევრი ცუდი და კარგი დღე მქონია, მაგრამ ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა.“, - ამბობს დედამიწაზე ყველაზე იღბლიანი ადამიანი.

ქანიე უესთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს - რეპერს ილონ მასკი სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ "რემდესივირის" გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა - რა დაადგინა კვლევებმა

პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"