ავტორი:

ბაიდენმა დაზვერვას რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევისა და ნავალნის მოწამვლის საქმის შესწავლა დაავალა - "ვმუშაობთ, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უგუნური ქმედებებისთვის"

ბაიდენმა დაზვერვას რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევისა და ნავალნის მოწამვლის საქმის შესწავლა დაავალა - "ვმუშაობთ, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უგუნური ქმედებებისთვის"

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს აშშ-ში განხორციელებული კიბერთავდასხმების, რუსეთის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების და ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის ჯილდოს დაწესების სავარაუდო ფაქტების სრული ანალიზი დაავალა. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა.

"ჩვენ ვმუშაობთ რუსეთთან აშშ-ის ინტერესების გასაუმჯობესებლად, ამასთან, ვმუშაობთ იმისთვისაც, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უგუნური ქმედებებისთვის. ამ მიზნით. პრეზიდენტმა სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დეტალურად შეაფასონ ანალიზი კომპანია Solar Winds-ზე განხორციელებული კიბერშეტევების, რუსეთის მიერ 2020 წლის არჩევნებში ჩარევის, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებისა და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციის სანაცვლოდ რუსეთის მიერ ჯილდოს დაწესების სავარაუდო ფაქტები“, – განაცხადა ფსაკიმ.

რას ამბობს გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე?

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“