ავტორი:

ჩინეთი აშშ-ზე მძლავრ, ნავიგაციის საკუთარ სისტემას ქმნის - კოსმოსში გაშვებული ბოლო სატელიტი და პროექტი, რომელიც 10 მლრდ დოლარი დაჯდა

ჩინეთი აშშ-ზე მძლავრ, ნავიგაციის საკუთარ სისტემას ქმნის - კოსმოსში გაშვებული ბოლო სატელიტი და პროექტი, რომელიც 10 მლრდ დოლარი დაჯდა

ჩინეთმა კოსმოსში სატელიტი BeiDou-3 გაუშვა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა ნავიგაციის საკუთარ სისტემას შექმნის. BBC-ის ინფორმაციით, BeiDou-3 პროექტის ფარგლებში გაშვებული ბოლო, 35-ე რაკეტაა. საერთო ჯამში პროექტი 10 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა, რაც საშუალებას მისცემს ჩინეთს საკუთარი მძლავრი ნავიგაციის სისტემა შექმნას და ამერიკულ GPS-ზე დამოუკიდებული აღარ იყოს.

როგორც ცნობილია, რაკეტა კოსმოსური სადგურიდან ჯერ კიდევ გასულ კვირას უნდა გაეშვათ, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ის დროებთ გადადეს.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მსოფლიოში სულ 3 ნავიგაციის სისტემაა. ესენია ამერიკული GPS, რუსული GLONASS და ევროპული Galileo, ჩინეთის BeiDou-ს ნავიგაციის სისტემა კი მე-4 გახდება. ჩინეთის ხელისუფლების განმარტებით, მათი ნავიგაციის სისტემა მუშაობას 2035 წელს დაიწყებს და GPS-ზე ბევრად მძლავრი იქნება.

ცნობისთვის, GPS გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემაა. იგი გვაწვდის საიმედო ადგილმდებარეობის განსაზღვრას, ნავიგაციასა და განრიგის სერვისებს მსოფლიოს მასშტაბით. მუშაობს ნებისმიერ ამინდში, დღესა თუ ღამეში, ყველგან დედამიწაზე ან დედამიწასთან ახლოს.

GPS დამზადებულია სამი ნაწილისგაგან: 24-დან 32-მდე დედამიწის ორბიტის გარშემო მოძრავი თანამგზავრი, ოთხი საკონტროლო სადგური დედამიწაზე და GPS მიმღები, რომელიც მომხმარებელს უნდა გააჩნდეს. GPS სატელიტები კავშირის სიგნალს აძლევს სივრციდან, სადაც გამოყენებულია მომხმარებლის მიერ GPS მიმღები იმისათვის, რომ მიიღოს სამგანზომილებიანი მდებარეობა (განედი, გძედი, სიმაღლე) და დრო.

გამარჯვება, რომელმაც ფეხბურთის ფანებს კორონავირუსი დაავიწყა - რა ხდებოდა ლივერპულში, როცა ცნობილი კლუბი 30 წლის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)

პაკისტანში 150 მფრინავი დააკავეს - "გასულ თვეს ყალბი ლიცენზიის მქონე პილოტის შეცდომას 97 ადამიანი ემსხვერპლა"