ავტორი:

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს "პუტინის ლეკვი" უწოდა - აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების მწვავე დებატების დეტალები

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს "პუტინის ლეკვი" უწოდა - აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების მწვავე დებატების დეტალები

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა. დებატებისას ჯო ბაიდენმა ტრამპი რასისტად მოიხსენია და მას "პუტინის ლეკვი" უწოდა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რასობრივ საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები შეაჩერა, რადგანაც, მისი თქმით, ტრენინგების დროს ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ ამერიკა საშინელი, რასისტული ქვეყანაა. რესპუბლიკელი ოპონენტის ამ განცხადების საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა მას რასისტი უწოდა.

"ამას სხვა არავინ გააკეთებდა, ის უბრალოდ, რასისტია. ეს პრობლემები ქვეყანაში არსებობს და ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის შეურაცხმყოფელი სხვებისთვის. დონალდ ტრამპი განსხვავებული კანის ფერის ადამიანებს ზემოდან უყურებს“, - განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, დებატების დროს ბაიდენმა ტრამპი რუსეთის გაკრიტიკებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

"ტრამპის პრეზიდენტობისას ჩვენ უფრო სუსტი, ღარიბები და დაყოფილები გავხდით. ფაქტია, რომ პირისპირ ვხვდებოდი ვლადიმერ პუტინს და მკაფიოდ ვეუბნებოდი მას, რომ მისგან არაფერს მოვითმენთ. ტრამპი პუტინის ლეკვია. უარს ამბობს რამე უთხრას პუტინს იმაზე, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების ლიკვიდირებაზე ჯილდო დააწესეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

სომხური მედიის ინფორმაციით მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაჭრეს

ცოლობაზე ხუთჯერ ნათქვამი უარი და ჯონ და ჯილ ბაიდენების რომანტიკული სიყვარულის ამბავი - ვინ არის ქალი, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის პირველი ლედი გახდეს

ომი ყარაბაღში და პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარი - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები და რა ხდება ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში