ავტორი:

მეგან მარკლის უცნობი ფოტო, რომელმაც საზოგადოება გააკვირვა - "აი, მესმის პლასტიკური ქირურგიის ძალა“

მეგან მარკლის უცნობი ფოტო, რომელმაც საზოგადოება გააკვირვა - "აი, მესმის პლასტიკური ქირურგიის ძალა“

სასექსის ყოფილი ჰერცოგინია მეგან მარკლი, მართალია ჟურნალისტების ყურადღებას გაერიდა და დიდი ბრიტანეთიდან ამერიკაში იმიტომ გადავიდა საცხოვრებლად, რომ ზედმეტი ჭორების გარეშე ეცხოვრა, თუმცა პრესაში ის მაინც განხილვის მთავარი თემაა.

ჰარი და მეგანი აქტუალობას არ კარგავენ. ამჯერად მეგანი ყურადღების ცენტრში წლების წინ გადაღებული ფოტოს გამო მოექცა, რომელიც მისმა მეგობარმა "ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

საქმე ისაა, რომ მეამბოხე მეგანი ფოტოზე სულ სხვანაირია და გულშემატკივრებს მისი ცნობა უჭირთ.

"მე და მეგანი ბავშვობაში მუსიკას ერთად ვსწავლობდით, შემდეგ გავიზარდეთ და ის სასექსის ჰერცოგინია გახდა, მაგრამ მე თუ მკითხვათ, ცხოვრება ისევ ისეთია“, - წერს კეტრინ ფოსტერი.

აღსანიშნავია, რომ კეტრინმა ეს ფოტო რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა, თუმცა ჟურნალისტების ყურადღება მხოლოდ ახლა მიიპყრო.

დაუჯერებელია, ეს მართლა მეგანია?

ცხვირი აშკარად გაკეთებული აქვს,

აი, მესმის პლასტიკური ქირურგიის ძალა,

ერთი წუთით, თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ეს მეგანია? - წერენ ფოტოს კომენტარებში.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ The Suit-ის ვარსკვლავს არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული, მხოლოდ წარბის ფორმა აქვს განსხვავებული, რის გამოც ის სხვაგვარად გამოიყურება.

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ჰარი და მეგანი ამჟამად აშშ-ში ლოს ანჯელესში ცხოვრობენ. ისინი ბრიტანეთიდან იანვარში წავიდნენ, ჯერ კანადაში ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ აშშ-ში გადაბარგდნენ. წყვილმა განაცხადა, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება სურდათ და ამის გამო სამეფო ოჯახის პრივილეგიებზე უარს ამბობდნენ, თუმცა რამდენად გამოსდით ეს უცნობია.

ჯერ კიდევ განხილვის საკითხია ის, თუ ვინ ზრუნავს მათ დაცვაზე. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ საკითხს ფინანსურად პრინცი ჩარლზი უზრუნველყოფს. ბოლო დროს ყვითელ პრესაში საიდუმლო წყაროებზე დაყრდნობით სულ უფრო ხშირად წერენ, რომ მეგანი და ჰარი ამერიკაში თავს არც ისე ბედნიერად გრძნობენ და რომ მალე ისინი კვლავ ჰარის სამშობლოს, დიდ ბრიტანეთს დაუბრუნდებიან.