ავტორი:

მე-2 შემთხვევა ბოლო ერთ თვეში - თბილისში ცოფის ვირუსი კიდევ ერთ ძაღლს დაუდასტურდა

მე-2 შემთხვევა ბოლო ერთ თვეში - თბილისში ცოფის ვირუსი კიდევ ერთ ძაღლს დაუდასტურდა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თბილისში, ცოფის ვირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ქინძმარაულის #45-დან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველის პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.

მათივე განმარტებით, ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ.

"მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ანტირაბიული ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, როგორც შინაურ ცხოველებში ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და ვირუსის პრევენციისათვის, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის", - აცხადებენ მერიაში.

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევაა - stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები

ქუთაისში, მდინარე რიონში 55 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს ახალი მონაცემები