ავტორი:

"ამ "მარშუტკის" მძღოლმა, ფაქტიურად, გაწირა 5 ბავშვი" - ინტერნეტში ვრცელდება ყვარელი-თელავის გზაზე მომხდარი შემზარავი ავარიის კადრები

"ამ "მარშუტკის" მძღოლმა, ფაქტიურად, გაწირა 5 ბავშვი" - ინტერნეტში ვრცელდება ყვარელი-თელავის გზაზე მომხდარი შემზარავი ავარიის კადრები

22 ივნისს ყვარელი-თელავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს "ფორდის" ტიპის მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი ამოტრიალდა, მსუბუქი ავტომობილი კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად დაშავდნენ მძღოლები და ერთი მგზავრი.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მიმდინარეობს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

"ფეისბუქზე" ინტერნეტმომხმარებელი აღნიშნული ავარიის კადრებს ავრცელებს, რომელიც ვიდეორეგისტრატორითაა გადაღებული. კადრებში ჩანს თეთრი "მარშრუტკა" რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს, მძღოლი საჭეს ვერ იმორჩილებს და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სედანს ეჯახება, რის შედეგადაც ამობრუნდება.

შემზარავი ავარიის კადრებს ინტერნეტმომხმარებელი ნაკო ზურიაშვილი ავრცელებს და წერს, რომ მისი ძმა და მეგობრები სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს:

"არ ვიცი რა ვთქვა, როგორ უნდა დავიწყო ჩემი სათქმელი, ისე რომ სიბრაზე და გულისტკივილი გამოვხატო... ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, რომ ნასვამი არასდროს არ უნდა დაჯდე საჭესთან, რადგან პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე დაიცვა და მერე სხვისი. აი, ამ "მარშუტკის" მძღოლმა, ფაქტიურად, გაწირა 5 ბავშვი და აქედან ერთი ჩემი ძმაა, ოთხი კი მისი მეგობარი. ღვთის წყალობით ახლა კარგად არიან! გთხოვთ მძღოლებო, სადაც დალევთ იქ მოინელეთ" - წერს ზურიაშვილი.

ზუგდიდში უცნობი ნარკოტიკით 8 ახალგაზრდა მოიწამლა - "2 მათგანი მართვით სუნთქვაზეა"

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა - მამაკაცს სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა

გორში გაუჩინარებული 14 წლის გოგნა, რომელსაც ოჯახი 2 დღე ეძებდა, იპოვეს