ავტორი:

რუსეთიდან გაქცეულმა პუტინის ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტის ქალიშვილების უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა

რუსეთიდან გაქცეულმა პუტინის ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტის ქალიშვილების უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა

ბანკირმა სერგეი პუგაჩოვმა, რომელიც შევიწროების გამო წლების წინ გაიქცა რუსეთიდან, საკუთარ საიტზე რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილების ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა.

ფოტოებზე პუტინის გოგონები და პუგაჩოვის ვაჟები არიან ასახულნი, რომლებიც ერთ დროს მშობლების მსგავსად მეგობრობდნენ. ფოტოების ნაწილი პუგაჩოვების სახლში, ნაწილი კი კრემლშია გადაღებული.

წინა ხაზში კატერინა და მარია პუტინები

"ბავშვური მეგობრობა - მარადიულია! ალექსანდრ და ვიქტორ პუგაჩოვები, კატერინა და მარია პუტინები, 2000-იანი წლები" - წერს ფოტოებზე ბიზნესმენი.

პუტინის შვილების შესახებ ინფორმაცია რუსეთში მკაცრად გასაიდუმლოებულია, სხვადასხვა წყაროების თანახმად, ისინი შეცვლილი გვარებით ცხოვრობენ - კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა.

მინიმუმ 15 წლის წინანდელ ფოტოებზე ასახული თინეიჯერები, ნამდვილად გვანან იმ ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც დღეს რუსული მედია პუტინის ქალიშვილებად მოიხსენიებს. მედიის ცნობით, ტიხონოვა და ვორონცოვა რუსეთის პირველი პირისა და მისი ყოფილი ცოლის, ლუდმილა პუტინას ქალიშვილები არიან, თუმცა, თავად პრეზიდენტი ყველა კითხვის საპასუხოდ უარყოფს მათთან ყველანაირ კავშირს.

ვლადიმერ პუტინს შეკითხვა ქალიშვილების შესახებ ცოტა ხნის წინ BBC-ის ჟურნალისტმა დაუსვა. ჟურნალისტის თქმით, კომპანია "ინოპრაქტიკამ", რომლის დირექტორი კატერინა ტიხონოვია, გასულ წელს ნახევარი მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, მარია ვორონცოვას კომპანია კი აშენებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლინიკას სანკტ-პეტერბურგში, რაშიც მათ რუსეთის სახელმწიფო კომპანიები ეხმარებიან.

ლუდმილა პუტინა ქალიშვილ მარიასთან და პუგაჩოვის ვაჟთან ერთად

"მათ ტელევიზიით სულ უფრო ხშირად აჩვენებენ, მათი სახელები, გარეგნობა ყველასთვის ნაცნობია. როდის აღიარებთ რომ ისინი თქვენი შვილები არიან?“ - მიმართა პუტინს ჟურნალისტმა.

წაიკითხეთ: რატომ მალავს პუტინი შვილებს - რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო ქალიშვილები მილიარდებს ფლობენ

"თქვენ ახსენეთ ერთი, მეორე ქალბატონი. ახსენეთ გარკვეული წილები, ბიზნესები. თქვენ უბრალოდ ფაქტი დააფიქსირეთ. ეს საკმარისი არ არის. როცა მსგავს რაღაცეებში ერევი, უნდა გაარკვიოთ, რა ბიზნესია თუ მართლა არის, ვის ეკუთვნის, ვინ ეხმარება" - ორაზროვნად უპასუხა პუტინმა შეკითხვას.

რაც შეეხება სერგეი პუგაჩოვს, ის წარსულში პუტინის ახლო მეგობარი იყო. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან მეგობრობდა რუსეთის პრეზიდენტთან და ერთ-ერთი იყო, ვინც დაეხმარა კიდეც პუტინს ხელისუფლებაში მოსვლაში.

2001-2011 წლებში პუგაჩოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი იყო, ფლობდა აქციებს "მეჟპრომბანკში", რომელსაც 2010 წელს ლიცენზია ჩამოართვეს.

ერთი წლის შემდეგ, პუგაჩოვი იძულებული გახდა რუსეთიდან წასულიყო. ის ძებნაშია ბანკის გაკოტრების საქმის გამო. თავის მხრივ, პუგაჩოვმა რუსეთის სახელმწიფოს უჩივლა მისი აქტივების მითვისების გამო და კომპენსაციის სახით 14 მილიარდი დოლარი მოითხოვა, თუმცა ჰააგის სასამართლომ მისი სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

გამარჯვება, რომელმაც ფეხბურთის ფანებს კორონავირუსი დაავიწყა - რა ხდებოდა ლივერპულში, როცა ცნობილი კლუბი 30 წლის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)

პაკისტანში 150 მფრინავი დააკავეს - "გასულ თვეს ყალბი ლიცენზიის მქონე პილოტის შეცდომას 97 ადამიანი ემსხვერპლა"